ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2025


კონკია გაზაფხული

გაზაფხულის თვალშისაცემ გზავნილენად
ფერადები მომაწოდა კარადამ.
ფანჯრის რაფამ ის ყვავილი დაიბევა,
ქარი უცებ რომ ვერ მოიპარავდა.
ცამ გაიძრო უკვე რუხი ბამბაზია,
და მზე გულზე დაიბნია ბროშივით.
თითქოს მორბის სამეჯლისო დარბაზიდან
გაზაფხული, არდასაკარგ ქოშებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები