ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2025


ჰორი

მენატრებოდა მსუბუქი ბრიზით
მხრებაბუზული ხალხის ყურება,
იმდენი ვწერე ამ ყველაფერზე
რომ
მოვიყვანე
ქალაქში
ქარი.

მენატრებოდა ძველ ფეხსაცმელში
შემოჟონილი სისველით ჟრჟოლა,
იმდენი ვქენი ღრუბლებზე წერით,
რომ
მოვიყვანე
ქალაქში
წვიმა.

მენატრებოდა გათეთრებამდე
მისულ ხელების არყით გათბობა,
იმდენი ვქენი ამაზე ფიქრით,
რომ
მოვიყვანე
ქალაქში
თოვლი.

მენატრებოდა მქრალი დღეები
თაფლისფერი რომ დაჰკრავდა ლანდად,
და უმიზნობით მოხეტიალეს
შენი,
ჩემამდე
მოყვანა
დამრჩა…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები