#ლექსმცოდნეობითი ოპუსები - დიამანტე
დიამანტე - იტალიური სიტყვაა და ბრილიანტს ნიშნავს. დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებულია ამერიკულ პოეზიაში. გასულ საუკუნეში მისი შემქმნელია აირის მაკლეინ ტიედი (Iris McClellan Tiedt) დიამანტე - ასე იწოდება შვიდსტრიქონედი ლექსი, რომლის გამოსახულებაც ფურცელზე პირობითად, ბრილიანტს მოგვაგონებს. აქ თითოეულ სტრიქონს ფორმისა და შინაარსის მხრივ, თავისი მკაცრი მოთხოვნა აქვს. პირველი და ბოლო - აუცილებლად არსებითი სახელია, ერთმანეთის მიმართ ანტონიმები (მოდუსებში შემხვედრია სინონიმებიც). თავიდან და ბოლოდან მეორეები - ორი სიტყვისგან ზედსართავისგან შემდგარი განსაზღვრებებია. თავიდან და ბოლოდან მესამეები - სამსიტყვიანებია და აწმყო დროში … ინგლისურად ,, ing “- “ აი ენ ჯით “ მოქმედების გამომხატველი ზედსართავებია, რომლის წარმოებაც ბოლოდროინდელ ქართულში გაძლიერებულია უფრო - ცუდ თარგმანთა წყალობით და მაინცა და მაინც მოქნილად ვერ გამოიყურება, თუმცა ჩვენს ენას ამისი პოტენციალი გააჩნია. დაგვრჩა შუა, საზიარო, ასე ვთქვათ ხერხემალი- სტრიქონი, ზემოდან და ქვემოდანაც მეოთხე, რომელიც იმგვარადაა შედგენილი, რომ თავ- ბოლოს - ორივეს ერგება. იგი ერთმანეთისგან მძიმეებით გამოყოფილი ოთხი სიტყვისგან - არსებითი სახელისაგან შედგება. აქედან ჩვეულებრივ, ორი დასაწყისს “ავსებს”, ორი - დასასრულს. მოინგლისურეებისთვის ტექსტს კი ვდებ, მაგრამ სიტყვასიტყვითი თარგმანი უფრო დამაბნევლად მეჩვენება. მე ქართულად ახსნისას, ჩემი ფიქრით, უფრო ადვილადგასაგებ გზას მივმართე:
“Diamante:
It is a seven lined poem set up in a diamond shape.
Line 1: Noun or subject Line 2: Two Adjectives describing the first noun/subect Line 3: Three -ing words describing the first noun/subect Line 4: Four words: two about the first noun/subect, two about the antonym/synonym Line 5: Three -ing words about the antonym/synonym Line 6: Two adjectives describing the antonym/synonym Line 7: Antonym/synonym for the subject”
უფრო გასაგები რომ იყოს ამ სახეობის სპეციფიკა. ჯერ რაიმე მზა ნიმუშს ვთარგმნი და მერე ქართული მოდელი შევადგინოთ.
. Pessimism . Negative, ugly . worrying, moaning, groaning . enemy, acquaintance, neighbor, friend . Chatting, smiling, singing . positive, beautiful . optimism
. პესიმიზმი . ნეგატიური, უშნო . დარდიანი, მატირებელი, მწუხარე, .მტერი, ნაცნობი, მეზობელი, მეგობარი . მობაასე, მოცინარი, მომღერალი, . პოზიტიური, მშვენიერი . ოპტიმიზმი
ახლა ქართულად ვცადოთ:
. *** . დილა . ახალი, კეთილი, . საიმედო, სახალისო, მოსხივნათლე. საწოლი, ყავა, ინტერნეტი, მოგზაურობა. . დამღლელი, მოსაწყენი, უცვალებელი, . ბნელი, ბოროტი . ღამე.
დავალება ტრადიციულია: მიჰყევით მოდელს და სცადეთ, შექმნათ დიამანტე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|