ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: თარგმანი
15 მარტი, 2025


შავ ცაზე - მარინა ცვეტაევა

#თარგმანები

მთარგმნელისაგან: გთხოვთ,  ყურადღება მიაქციოთ ლექსის დაწერის თარიღს. რევოლუციურ მოსკოვში  ორი შვილით უსახსროდ  დარჩენილი მარინა, არც ქმრის ადგილ- სამყოფელი რომ არ იცის, სასოწარკვეთილია. ესმის რაღაც ლოზუნგები შრომასთან დაკავშირებით. არისტოკრატული წარმოშობის, ფუფუნებაში გაზრდილი ქალი-  პოეტი ალღოს ვერ უღებს ახალ ყოფას. ვეცადე, თარგმანში შემენარჩუნებინა ყველა ის მხარე, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ ამ ლექსის მკვლევარები
თუმცა  “ბგერწერული ექოები” შემირბილდა დასაწყისში. კერძოდ ,, ნა ჩორნომ” და ნაჩერტანი” - შავ ცაზე  რაღაცა … ნაწერი - “ც-წ “ ზე გავაწყვე.
  საყურადღებოდ მიაჩნიათ მკვლევარებს ისიც, რომ პირველი პირის მრავლობითი  აქცენტირებულია ,, ჩვენ” , რაც იმას ნიშნავს, რომ  მარინა ამ ლექსში ლაპარაკობს კოლეგათა სახელით.
შთაგონების შესახებ ბოლო ტაეპში -  ჰომეროსთან დიალოგს ხედავენ.  ჩემთვის ნაცნობი მკვლევარები კი არ აღნიშნავენ, მაგრამ მეჩვენება, რომ დაბრმავება - ნახსენები მეორე ტაეპში - ,, ბრმა ჰომეროსზე” ალუზიასაც შეიძლება შეიცავდეს.


მარინა ცვეტაევა

შავ ცაზე

***
შავ ცაზე - რაღაცა სიტყვები ნაწერი -
და  დაბრმავებულა თვალები  მშვენიერი…
და კვდომის არ გვაკრთობს  ჩვენ არც სარეცელი
და  ვნების არ გვატკბობს  სარეცლის ჩვენ იერი.

ოფლშია - მწერელი და გუთნის მწეველი!
ჩვენთვის ნაცნობია -  სხვა ლტოლვის მოგონება..
მსუბუქი ნათელი კულულზე მროკველი,-
რაღაც ნიავია მკრთალი  -    შთაგონება!

1918 .14  მაისი
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина Цветаева - В черном небе слова начертаны…

В чёрном небе слова начертаны —
И ослепли глаза прекрасные…
И не страшно нам ложе смертное,
И не сладко нам ложе страстное.

В поте — пишущий, в поте пашущий!
Нам знакомо иное рвение:
Лёгкий огонь, над кудрями пляшущий, —
Дуновение — Вдохновения!

1918 .14  мая

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები