 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: თარგმანი 18 მარტი, 2025 |
ჩერუბინა დე გაბრიაკი ჰო, გკოცნიდი და ვიცოდი
*** ჰო, გკოცნიდი და ვიცოდი, ტუჩთა მაჩნდა ტკბილი კვალი, ტუჩი ტუჩთან - ვცოდე ცოდვით? აქ რა არის დასამალი!
ეს ტუჩები კოცნისაგან წითლდებოდა, იყო ნაზი. დღეს უხეში კილვის საგნად მაქცევ, მძრახავ ჩემს ქცევაზე.
ჩაქრა, ოთხ წელიც არის მაგ რუხ თვალთა ცეცხლი ხამი. ღვინოზე და თაფლზეც მტკბარი იყო ჩვენი შეყრის ჟამი.
გახსოვს? - თოვლქვეშ, ზედ პორტალზე ვარდი იყო გოთიკური. მაშინ როგორ გაგაბრაზე, - ან რად უგდე ნათქვამს ყური?
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
1925 г.
Черубина де Габриак
Да, целовала и знала… ***
Да, целовала и знала Губ твоих сладких след, Губы губам отдавала, Греха тут нет.
От поцелуев губы Только алей и нежней. Зачем же были так грубы Слова обо мне?
Погас уж четыре года Огонь твоих серых глаз. Слаще вина и меда Был нашей встречи час.
Помнишь, сквозь снег над порталом Готической розы цветок? Как я тебя обижала, — Как ты поверить мог?
1925 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მუხა საყვარელო, აქ ვეძებე და რომ ვერ ვიპოვე სხვა თარგმანები. ფაილებში გადასვლა დამეზარა. შენმა კომენტარმა, რომლისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ, მხნეობა შემმატა. მოვძებნე და ეს ერთი კიდევ ვიპოვე მთარგმნელისეული ტექსტით
#თარგმანები
მთარგმნელისაგან: ამ ლექსის ავტორის სახელი (ლიტერატურული მისტიფიკაცია) მაქსიმილიან ვალოშინის სახელს უკავშირდება. მის უკან კი რეალური ქალი ელიზავეტა ივანეს ასული დმიტრიევაცაა მიმალული. ელიზავეტა - ნიჭიერი ქალი იყო, მაგრამ არ ჰქონდა ის, რასაც ქარიზმას უწოდებენ. იგი რომ იტყვიან, მთლიანად ლიტერატურით საზრდოობდა, მაშინდელი ავტორებიდან თითქმის ყველას იცნობდა, ცუდად როდი წერდა, რაღაცეები გამოქვეყნებულიც კი ჰქონდა, მაგრამ ყურადღებას - ვერავისას იპყრობდა. როგორც ჩანს , ღარიბ არისტოკრატიულ გარემოში აღზრდილი ქალის ნატურას სკანდალურობა აკლდა და აი, 1909 წელს, ზაფხულში, კოკტებელში დასვენებისას, მას და მაქსიმილიანს დაებადათ იდეა ლიტერატურული მისტიფიკაციის შექმნისა. სახელი - მაქსიმილიანმა შეადგინა, ბიოგრაფიაც მოუფიქრეს - ეს იყო ესპანელი გრაფინია, დედით რუსი. 25 ლექსი ვალოშინისავე წარდგინებითი წერილით გამოაქვეყნებინეს ჟურნალ ,,აპოლონში” სერგეი მაკოვსკის. ერთი წელი გრძელდებოდა ეს ამბავი, ხალხი სერიოზულად იყო შეყვარებული ჩერუბინაზე ???? ეძებდნენ, ცდილობდნენ გაცნობას როცა ვალოშინსა და გუმილიოვს შორის სკანდალური დუელი გაიმართა, ჩერუბინა,,მოკვდა”. ს. მაკოვსკი ვერაფრით იჯერებდა, რომ გააცურეს. როგორც მოსალოდნელია ასეთ შემთხვევაში, ზოგს ვალოშინი მიაჩნდა ყველაფრის ავტორად, ზოგს - მხოლოდ და მხოლოდ ელზა დმიტრევა (მაგ. მარინა ცვეტაევას). დღეს მიიჩნევა, რომ ლექსები მთლიანად ელიზავეტა დმიტრევას ეკუთვნოდა, რა გაირკვევა ხვალ - ძნელი სათქმელია. ეს პატარა ლექსი ასე ვთქვათ, დასაჭაშნიკებლად ვთარგმნე.
ჩერუბინა დე გაბრიაკი
უსმინე ღამის ზმანებას
**^ უსმინე ღამის ზმანებას, ანდა მნათობის ვარდნას შეასწარ თვალი. ჩემს ქუჩას მოვდევ უხილავ ლანდად შენთან მავალი.
უცქირე (მტანჯავს უდაბნო მუნჯი) ტკბილ ალაგთაგან ვარ შორით მდგარი. ნევაში წყალი კვლავ დარჩა ლურჯი? ჯერ ვერ წაართვეს ანგელოზს ჯვარი?
1928 г.
Черубина де Габриак
Прислушайся к ночному сновиденью
*** Прислушайся к ночному сновиденью, не пропусти упавшую звезду… по улицам моим Невидимою Тенью я за тобой пройду… Ты посмотри (я так томлюсь в пустыне вдали от милых мест…): вода в Неве ещё осталась синей? У Ангела из рук ещё не отнят крест? 1928 г.
https://ru.m.wikipedia.org/wiki/Дмитриева,_Елизавета_Ивановна მუხა საყვარელო, აქ ვეძებე და რომ ვერ ვიპოვე სხვა თარგმანები. ფაილებში გადასვლა დამეზარა. შენმა კომენტარმა, რომლისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ, მხნეობა შემმატა. მოვძებნე და ეს ერთი კიდევ ვიპოვე მთარგმნელისეული ტექსტით
#თარგმანები
მთარგმნელისაგან: ამ ლექსის ავტორის სახელი (ლიტერატურული მისტიფიკაცია) მაქსიმილიან ვალოშინის სახელს უკავშირდება. მის უკან კი რეალური ქალი ელიზავეტა ივანეს ასული დმიტრიევაცაა მიმალული. ელიზავეტა - ნიჭიერი ქალი იყო, მაგრამ არ ჰქონდა ის, რასაც ქარიზმას უწოდებენ. იგი რომ იტყვიან, მთლიანად ლიტერატურით საზრდოობდა, მაშინდელი ავტორებიდან თითქმის ყველას იცნობდა, ცუდად როდი წერდა, რაღაცეები გამოქვეყნებულიც კი ჰქონდა, მაგრამ ყურადღებას - ვერავისას იპყრობდა. როგორც ჩანს , ღარიბ არისტოკრატიულ გარემოში აღზრდილი ქალის ნატურას სკანდალურობა აკლდა და აი, 1909 წელს, ზაფხულში, კოკტებელში დასვენებისას, მას და მაქსიმილიანს დაებადათ იდეა ლიტერატურული მისტიფიკაციის შექმნისა. სახელი - მაქსიმილიანმა შეადგინა, ბიოგრაფიაც მოუფიქრეს - ეს იყო ესპანელი გრაფინია, დედით რუსი. 25 ლექსი ვალოშინისავე წარდგინებითი წერილით გამოაქვეყნებინეს ჟურნალ ,,აპოლონში” სერგეი მაკოვსკის. ერთი წელი გრძელდებოდა ეს ამბავი, ხალხი სერიოზულად იყო შეყვარებული ჩერუბინაზე ???? ეძებდნენ, ცდილობდნენ გაცნობას როცა ვალოშინსა და გუმილიოვს შორის სკანდალური დუელი გაიმართა, ჩერუბინა,,მოკვდა”. ს. მაკოვსკი ვერაფრით იჯერებდა, რომ გააცურეს. როგორც მოსალოდნელია ასეთ შემთხვევაში, ზოგს ვალოშინი მიაჩნდა ყველაფრის ავტორად, ზოგს - მხოლოდ და მხოლოდ ელზა დმიტრევა (მაგ. მარინა ცვეტაევას). დღეს მიიჩნევა, რომ ლექსები მთლიანად ელიზავეტა დმიტრევას ეკუთვნოდა, რა გაირკვევა ხვალ - ძნელი სათქმელია. ეს პატარა ლექსი ასე ვთქვათ, დასაჭაშნიკებლად ვთარგმნე.
ჩერუბინა დე გაბრიაკი
უსმინე ღამის ზმანებას
**^ უსმინე ღამის ზმანებას, ანდა მნათობის ვარდნას შეასწარ თვალი. ჩემს ქუჩას მოვდევ უხილავ ლანდად შენთან მავალი.
უცქირე (მტანჯავს უდაბნო მუნჯი) ტკბილ ალაგთაგან ვარ შორით მდგარი. ნევაში წყალი კვლავ დარჩა ლურჯი? ჯერ ვერ წაართვეს ანგელოზს ჯვარი?
1928 г.
Черубина де Габриак
Прислушайся к ночному сновиденью
*** Прислушайся к ночному сновиденью, не пропусти упавшую звезду… по улицам моим Невидимою Тенью я за тобой пройду… Ты посмотри (я так томлюсь в пустыне вдали от милых мест…): вода в Неве ещё осталась синей? У Ангела из рук ещё не отнят крест? 1928 г.
https://ru.m.wikipedia.org/wiki/Дмитриева,_Елизавета_Ивановна
3. კარგი ლექსი, საინტერესო ავტორის და რა კარგად არის ჩვენი ნინო დარბაისელის მიერ თარგმნილი ძალიან მომეწონა. ლექსის ავტორი ჩერუბინა დე გაბრიაკი ,საიტერესო ავტორი,საიტერესო ბიოგრაფიით,ფსევდომინით არა და 41 წლისა გარდაცვლილა არა და.რამდენ საინტერესო ნაწარმოებს დატოვებდა, ნინო დიდი მადლობა ლინკისთვის და ჩემი ესოდენ განათლებისათვის ყურადღებისთვის . კარგი ლექსი, საინტერესო ავტორის და რა კარგად არის ჩვენი ნინო დარბაისელის მიერ თარგმნილი ძალიან მომეწონა. ლექსის ავტორი ჩერუბინა დე გაბრიაკი ,საიტერესო ავტორი,საიტერესო ბიოგრაფიით,ფსევდომინით არა და 41 წლისა გარდაცვლილა არა და.რამდენ საინტერესო ნაწარმოებს დატოვებდა, ნინო დიდი მადლობა ლინკისთვის და ჩემი ესოდენ განათლებისათვის ყურადღებისთვის .
2. ეს სხვათა შორის , ისეთი მაგარი ლიტერატურული მისტიფიკაცია გამოდგა, კაცებს შეუყვარდათ უცნობი, ნახევრად იტალიური წარმოშობის, არისტოკრატი ქალი და მის გამო ნამდვილი ჩხუბი და დუელიც კი მოხდა. ეს სხვათა შორის , ისეთი მაგარი ლიტერატურული მისტიფიკაცია გამოდგა, კაცებს შეუყვარდათ უცნობი, ნახევრად იტალიური წარმოშობის, არისტოკრატი ქალი და მის გამო ნამდვილი ჩხუბი და დუელიც კი მოხდა.
1. პაოლო იაშვილის ,,დარიანულ დღიურების” ავტორობას მის ერთ- ერთ ქალს - ელენე ბაქრაძეს რომ მიაწერდნენ ფულს დახარბებული გრანტიყლაპიები, ამ რამდენიმე წლის წინ - ამის გამო ცხარე ლიტერატურული პოლემიკა რომ მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ იმით დასრულდა, რაც თავიდანვე უეჭველი ფაქტი იყო, ჩერუბინა დე გაბრიაკის ისტორია არაერთხელ გაიხსენეს. ამ ლიტერატურულ მისტიფიკაციასთან მსგავსების შესახებ ცოტა როდი ითქვა. მისი რამდენიმე ლექსი მაშინ ვთარგმნე, ეს ერთი ახლა მივუმატე.
ლინკს ვდებ მუხასთვის, მას ხომ უყვარს, რამდენადაც ძალი შესწევს, ძირის ძირამდე ჩასწვდეს საგნის არსს
https://ru.m.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%BC%D0%B8%D1%82%D1%80%D0%B8%D0%B5%D0%B2%D0%B0,_%D0%95%D0%BB%D0%B8%D0%B7%D0%B0%D0%B2%D0%B5%D1%82%D0%B0_%D0%98%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%BE%D0%B2%D0%BD%D0%B0 პაოლო იაშვილის ,,დარიანულ დღიურების” ავტორობას მის ერთ- ერთ ქალს - ელენე ბაქრაძეს რომ მიაწერდნენ ფულს დახარბებული გრანტიყლაპიები, ამ რამდენიმე წლის წინ - ამის გამო ცხარე ლიტერატურული პოლემიკა რომ მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ იმით დასრულდა, რაც თავიდანვე უეჭველი ფაქტი იყო, ჩერუბინა დე გაბრიაკის ისტორია არაერთხელ გაიხსენეს. ამ ლიტერატურულ მისტიფიკაციასთან მსგავსების შესახებ ცოტა როდი ითქვა. მისი რამდენიმე ლექსი მაშინ ვთარგმნე, ეს ერთი ახლა მივუმატე.
ლინკს ვდებ მუხასთვის, მას ხომ უყვარს, რამდენადაც ძალი შესწევს, ძირის ძირამდე ჩასწვდეს საგნის არსს
https://ru.m.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%BC%D0%B8%D1%82%D1%80%D0%B8%D0%B5%D0%B2%D0%B0,_%D0%95%D0%BB%D0%B8%D0%B7%D0%B0%D0%B2%D0%B5%D1%82%D0%B0_%D0%98%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%BE%D0%B2%D0%BD%D0%B0
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|