მთარგმნელისაგან: მე არათუ საკუთარ ლექსებს ვერ ვცნობ და ვიხსენებ დაწერიდან ცოტა ხანში, თარგმანებზეც იგივე მჭირს. მაგალითად, ეს ლექსი ახმატოვასი თითქმის ათი წლის ინტერვალით, ორჯერ მითარგმნია. ორივე ვიპოვე. ასეთ დროს ყოველთვის დგება ბუნებრივი კითხვა, რომელი გამომივიდა უკეთესად. როცა ახალი თარგმნილი მაქვს რამე, სულ მგონია, იმაზე უკეთესად თარგმნა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის , წარმოუდგენელი იყო. ახლა ვფიქრობ, რომ პირველი ტექსტი, რომელიც შედარებით ახალია (2023) დედანთან უახლოესია, რიტმიკითაც, მაგრამ დაკარგული აქვს სიტყვა ,, მატარებელი”, ალბათ რელსი რომ დავწერე, ჩავთვალე, ისედაც გასაგებია- მეთქი. რაც შეეხება მეორე თარგმანს ანუ ძველს, ახმატოვას სტილის ,,რელსიდან აცდენილად” მეჩვენება. საზომიც დიდია, დაკარგული აქვს ორიგინალის სისხარტე და “ხალხურობა”, თანაც მეტისმეტად ვჭარბსიტყვაობ.. აგერაა ორივე - თქვენს სამსჯავროზე და როგორც ახმატოვა იტყოდა, ზოგს ის მოეწონება, ზოგს - ეს.
ანა ახმატოვა ზოგი მისდევს სულ სწორ გზებს *** ზოგი მისდევს სულ სწორ გზებს, ზოგი ურტყამს მხოლოდ წრეს და მამისახლს დაეძებს, სჯერა, სატრფოს მიუსწრებს.
მე კი ჭირი თან დამდევს, რა სწორი და რა მრუდი, როდემდე და სადამდე, რელსიდან გადავბრუნდი. 1940 (თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Анна Ахматова - Один идет прямым путем…
Один идет прямым путем, Другой идет по кругу И ждет возврата в отчий дом, Ждет прежнюю подругу.
А я иду - за мной беда, Не прямо и не косо, А в никуда и в никогда, Как поезда с откоса
1940 #თარგმანები
ანა ახმატოვა
***
ზოგი გზა-სავალებს ირჩევს პირდაპირებს, ზოგი წრეზე დადის, თავთან მოუბარი და შინ დაბრუნებას ოდესღაც აპირებს სჯერა, დაუხვდება ძველი მეგობარი. მე კი მივდივარ და მდევს უბედურება, გზა მაქვს გასავლელი არც მრუდი, არც მართი, არსაითობაა და არასდროობა, როგორც მატარებლებს, მამტვრევს თავდაღმართი.
1940
(თარგმანი ნინო დარბაისელისა) 4
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ნინო დარბაისელის თარგმანის პირველი ვარიანტი მომეწონა და ძალიან მომეწონა 5 კომენტარში, ასევე კრავაი ზვერელის თარგმანი. ნინო დარბაისელის თარგმანის პირველი ვარიანტი მომეწონა და ძალიან მომეწონა 5 კომენტარში, ასევე კრავაი ზვერელის თარგმანი.
5. ქალბატონო ნინო, თქვენი გულისწყვეტა ვნახე,აქ და სასწრაფოდ დავფაცურდი.ვდებ ჩემს ნათარგმნს.
ზოგიერთი სწორ გზას ადგას, ზოგი წრეზე ტრიალებს, ზოგი ნატრობს მამის სახლს და მოელის ძველ ტრფიალებს. მე ყოველგან, დავალ ჭირით, მრუდითა და კვნესითა, ვწყდები მატარებლივით ამ ცხოვრების რელსიდან.
ქალბატონო ნინო, თქვენი გულისწყვეტა ვნახე,აქ და სასწრაფოდ დავფაცურდი.ვდებ ჩემს ნათარგმნს.
ზოგიერთი სწორ გზას ადგას, ზოგი წრეზე ტრიალებს, ზოგი ნატრობს მამის სახლს და მოელის ძველ ტრფიალებს. მე ყოველგან, დავალ ჭირით, მრუდითა და კვნესითა, ვწყდები მატარებლივით ამ ცხოვრების რელსიდან.
4. პირველი მომეწონა. პირველი მომეწონა.
3. ახლა რომ ვუყურებ, მეც პირველი, ანუ ქრონოლოგიურად მეორე მომწონს, მაგრამ ეს მნიშვნელოვან დეფექტად მიმაჩნია, რომ “მატარებლები” - გრძელი სიტყვაა ქართულად და ვერ ჩავსვი მოკლე საზომში და “რელსს “ ხომ საერთოდ არ ახსენებს, მე ,,შევუტანე” ! ასეთ რაღაცეებს ჩვეულებრივ არ ვაკეთებ თარგმანში. არადა სტილი, სათქმელი - დანარჩენი ყველაფერი ადგილზეა… ადრე ხდებოდა, ბევრი მთარგმნელი როცა ტრიალებდა საიტზე. რამეს რომ დადებდი, ვინმე შეგულიანდებოდა და კომენტარში თავისას დაამატებდა, ან უკეთესს, ან უარესს, მაგრამ თავისთავად პროცესი მთარგმნელობითი ზრდისა იყო საინტერესო. ახლა ლამის ორნი-ღა - ბატონი ოთარი და მე შევრჩით ერთმანეთს და რამდენჯერ უნდა შეწუხდეს ეს ადამიანი,?იქნებ სულ სხვა რამეზე მუშაობს და მოცდენა სულ არ უნდა. ხალისი გაქრა… ახლა რომ ვუყურებ, მეც პირველი, ანუ ქრონოლოგიურად მეორე მომწონს, მაგრამ ეს მნიშვნელოვან დეფექტად მიმაჩნია, რომ “მატარებლები” - გრძელი სიტყვაა ქართულად და ვერ ჩავსვი მოკლე საზომში და “რელსს “ ხომ საერთოდ არ ახსენებს, მე ,,შევუტანე” ! ასეთ რაღაცეებს ჩვეულებრივ არ ვაკეთებ თარგმანში. არადა სტილი, სათქმელი - დანარჩენი ყველაფერი ადგილზეა… ადრე ხდებოდა, ბევრი მთარგმნელი როცა ტრიალებდა საიტზე. რამეს რომ დადებდი, ვინმე შეგულიანდებოდა და კომენტარში თავისას დაამატებდა, ან უკეთესს, ან უარესს, მაგრამ თავისთავად პროცესი მთარგმნელობითი ზრდისა იყო საინტერესო. ახლა ლამის ორნი-ღა - ბატონი ოთარი და მე შევრჩით ერთმანეთს და რამდენჯერ უნდა შეწუხდეს ეს ადამიანი,?იქნებ სულ სხვა რამეზე მუშაობს და მოცდენა სულ არ უნდა. ხალისი გაქრა…
2. პირველი ჯობს,მუსიკით,რიტმით,ალბათ. პირველი ჯობს,მუსიკით,რიტმით,ალბათ.
1. მე არათუ საკუთარ ლექსებს ვერ ვცნობ და ვიხსენებ დაწერიდან ცოტა ხანში, თარგმანებზეც იგივე მჭირს. მაგალითად, ეს ლექსი ახმატოვასი თითქმის ათი წლის ინტერვალით, ორჯერ მითარგმნია.
ორივე ვიპოვე. ასეთ დროს ყოველთვის დგება ბუნებრივი კითხვა, რომელი გამომივიდა უკეთესად. როცა ახალი თარგმნილი მაქვს რამე, სულ მგონია, იმაზე უკეთესად თარგმნა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის , წარმოუდგენელი იყო. ახლა ვფიქრობ რომ პირველი ტექსტი, რომელიც შედარებით ახალია (2023) დედანთან უახლოესია, რიტმიკითაც, მაგრამ დაკარგული აქვს სიტყვა ,, მატარებელი”, ალბათ რელსი რომ დავწერე, ჩავთვალე, ისედაც გასაგებია- მეთქი. რაც შეეხება მეორე თარგმანს ანუ ძველს, ახმატოვას სტილის ,,რელსიდან აცდენილად” მეჩვენება. საზომიც დიდია, დაკარგული აქვს ორიგინალის სისხარტე და “ხალხურობა”, თანაც მეტისმეტად ვჭარბსიტყვაობ.. აგერაა ორივე - თქვენს სამსჯავროზე და როგორც ახმატოვა იტყოდა, ზოგს ის მოეწონება და ზოგს- ეს. ( აქ- გაღიმების სმაილიკი) მე არათუ საკუთარ ლექსებს ვერ ვცნობ და ვიხსენებ დაწერიდან ცოტა ხანში, თარგმანებზეც იგივე მჭირს. მაგალითად, ეს ლექსი ახმატოვასი თითქმის ათი წლის ინტერვალით, ორჯერ მითარგმნია.
ორივე ვიპოვე. ასეთ დროს ყოველთვის დგება ბუნებრივი კითხვა, რომელი გამომივიდა უკეთესად. როცა ახალი თარგმნილი მაქვს რამე, სულ მგონია, იმაზე უკეთესად თარგმნა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის , წარმოუდგენელი იყო. ახლა ვფიქრობ რომ პირველი ტექსტი, რომელიც შედარებით ახალია (2023) დედანთან უახლოესია, რიტმიკითაც, მაგრამ დაკარგული აქვს სიტყვა ,, მატარებელი”, ალბათ რელსი რომ დავწერე, ჩავთვალე, ისედაც გასაგებია- მეთქი. რაც შეეხება მეორე თარგმანს ანუ ძველს, ახმატოვას სტილის ,,რელსიდან აცდენილად” მეჩვენება. საზომიც დიდია, დაკარგული აქვს ორიგინალის სისხარტე და “ხალხურობა”, თანაც მეტისმეტად ვჭარბსიტყვაობ.. აგერაა ორივე - თქვენს სამსჯავროზე და როგორც ახმატოვა იტყოდა, ზოგს ის მოეწონება და ზოგს- ეს. ( აქ- გაღიმების სმაილიკი)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|