ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2025


გაგიმეტებს

გამიმეტე სატანჯველად...  და მეც გადავსხვაფერდი
ჩემი გულის  ძველო დარდო, წართმეულო იმედო.
ბენლ ღამეებს, გულ მოკლულთა პანთეონში ვათევდი
რომ შეგეძლოს, ჩემი სულის ცეცხლში შემოიხედო...

კვლავ მოვიდა  გაზაფხული, ისევ  სითბოს ძებნაში
მზე სურვილებს და ოცნებებს დედასავით მიზოგებს
და მე ვიცი წარწყმენდილთა ბორგვაში და ვნებაში
ეს სამყარო გულის წუხილს ახლაც ვერ გაიგონებს.

ვიყო ისე , როგოც წმინდა , ნადაშნარი რაინდი
და  ვეძებო ღობე-ყორეს , სისრულე და სიწმინდე
დავიჯერო, რომ ქარიშხალს შეცვლის თბილი ამინდი
სულელივით , ჩემს არეულ ფიქრებს კვლავ შევეკითხე.

მიპასუხა! თან სახეში მძიმე სილა გამაწნა
მორჩი ამდენ ზღვარ გადასულ ოცნებებს და იმედებს ,
თუ ოდესღაც სატანჯველად სულში შხამი ჩაგასხა
ამჯერადაც არ დაგინდობს, თავიდან გაგიმეტებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები