ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
23 მარტი, 2025


Марина Цветаева - Что другим не нужно — несите мне

მარინა ცვეტაევა - მომართვით ის, რაც სხვებს არ სჭირდებათ


მომართვით ის, რაც სხვებს არ სჭირდებათ
და ჩემს კოცონზე აგიზგიზდება.
სიკვდილ-სიცოცხლეს ვუხმობ ჩაუქად,
ჩემი ცეცხლისთვის მსუბუქ საჩუქრად.

ცეცხლს უყვარს კოცნა მჩატე საგნების:
ფიჩხის, სიტყვების და გირლანდების...
ამდაგვარ საკვებს ნთქავს ხელაღებით,
თქვენ ფერფლზე ბევრად წმინდა აღდგებით!

მე მხოლოდ ცეცხლში ვმღერი ფენიქსებრ,
ნუ ჩამიმწარებთ ყოფას ბედნიერს!
მაღლა ვიწვი და ვიწვი ბოლომდე,
წყვდიადში შემწედ ღმერთი გყოლოდეთ!

ჭირხლის კოცონი, ცეცხლის ფანტანი
და მაღლა დამაქვს მაღალი ტანი,
მაღლა ვატარებ მაღალ წოდებას -
მემკვიდრის, მივსდევ ჩემს მოწოდებას! 

23 მარტი, 2025 წ.


Марина Цветаева -  Что другим не нужно — несите мне

Что другим не нужно — несите мне:
Всё должно сгореть на моём огне!
Я и жизнь маню, я и смерть маню
В лёгкий дар моему огню.

Пламень любит лёгкие вещества:
Прошлогодний хворост — венки — слова…
Пламень пышет с подобной пищи!
Вы ж восстанете — пепла чище!

Птица-Феникс я, только в огне пою!
Поддержите высокую жизнь мою!
Высоко горю и горю до тла,
И да будет вам ночь светла.

Ледяной костёр, огневой фонтан!
Высоко несу свой высокий стан,
Высоко несу свой высокий сан —
Собеседницы и Наследницы!

1918 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები