ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარ
ჟანრი: თარგმანი
25 მარტი, 2025


Марина Цветаева - Есть имена, как душные цветы…

მარინა ცვეტაევა - ზოგი სახელი ჰგავს მხუთავ ყვავილს

ზოგი სახელი ჰგავს მხუთავ ყვავილს,
ზოგი მზერაა მროკავი ცეცხლი,
მუქ ბაგეებსაც შეხვდებით კლაკნილს,
ჩანს კუთხეებში ღრმულები სველი. 

ჩაჩქანს მიუგავს თმა ზოგ ბანოვანს,
აქნევს მარაოს ნაზ, წარმწყმედ სუნით,
რატომ მიმადრი ოცდაათწლოვანთ,
რად გსურს სპარტელი გოგონას სული?

25 მარტი, 2025 წ.


Марина Цветаева - Есть имена, как душные цветы…

Есть имена, как душные цветы,
И взгляды есть, как пляшущее пламя…
Есть темные извилистые рты
С глубокими и влажными углами.

Есть женщины. — Их волосы, как шлем,
Их веер пахнет гибельно и тонко.
Им тридцать лет. — Зачем тебе, зачем
Моя душа спартанского ребенка?

1915 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები