ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2025


ომი არა! (მაჯამა)

ყოფით დაჭრილს ლექსის ჟინმა მომიარა.
გაჩნდა მუზა, მხევალივით მომიარა.
ფრთებით ყველა დამიამა რომ იარა,
წამსვლელს მითხრა: ეს ცხოვრება ომია რა...

მართლაც, თითქოს უსასრულო დრომ იარა,
აღარც ბიზანტია, აღარც რომი არა,
არც გომორა და აღარც სოდომი არა,
ჩვენ კი, მაინც, მშვიდობის ვართ მნდომი არა!

ვინ ოხერს სურს ყველი ჰქონდეს, ღომი არა?!
კოსმოდრომი ჰქონდეს, იპოდრომი არა?!
ღმერთო, მშვიდობა მოგვმადლე, ომი არა!
პური არსობისა, გასაძღომი - არა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები