| ავტორი: ჯიჯი ჟანრი: პოეზია 28 მარტი, 2025 |
დაგველოცოს ყველა კუთხე, რაიცა გვაქვს, რამდენიც: აღმოსავლეთ-დასავლეთით, ჩრდილოეთით, სამხრეთით. ვეღარაფრით ამოვხსენით დღემდე როგორ მოვედით, რადგან ზეცა ბევრჯერ იყო ჩვენთვის ელვის მტყორცნელი. საქართველო ამასიის ზავით ორმა გაიყო: მესხეთი და დასავლეთი ოსმალეთმა წაიღო. დანარჩენი საქართველო მიითვისა სპარსეთმა და სამშობლო გაგვიმწარა ვითარებამ ასეთმა. თუმცა მერე საქართველო მთლად ჩაჰბარდა ოსმალთა, ჩვენში ბევრი რამ ოსმალურ ელფერისა მომრავლდა და სამასი წელიწადი აქ ოსმალი ბორგავდა. უცხო გვგლეჯდა და გვწეწავდა ამის მერეც, მანამდეც, თუმც ქვეყანას და ერთმანეთს ხელი არც ჩვენ დავაკლეთ, სამშობლოის საწამები ცეცხლი აქ ჩვენც დავანთეთ. მართლაც ჩვენი წალეკვისა ვინ არ იყო მსურველი, ჰოდა, საკვირველი არის, თუ როგორ გავუძელით. დაგველოცოს ყველა კუთხე, რაიცა გვაქვს, რამდენიც, აღმოსავლეთ-დასავლეთით, ჩრდილოეთით, სამხრეთით. 2025. 21/III
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დაგველოცოს ყველა კუთხე, რაიცა გვაქვს, დაგველოცოს, დაგველოცოს.! დაგველოცოს ყველა კუთხე, რაიცა გვაქვს, დაგველოცოს, დაგველოცოს.!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|