ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2025


ბედის სინტაქსი

გულში ისევ სიცივე,აირია ხეობაც,
არამზადას სიცილი თუ კი კმარა დაისად,
მაშინ აღარ შეგვშვენის ჩვენ იმ ხალხთა ზნეობა,
რომ ადუღდა იანვრად და გვაჩვენეს მაისად,
ესე ამბავს გიყვები არჩეული სიზმრიდან,
მაისი რომ ღელვაა ალბათ ყველამ იცოდა,
ყველა ვინც კი წავიდა იმ ქვეყანას ისვრის და,
მათმა ხსოვნამ ამ მიწას განწირული უწოდა,
ეს უსახო კივილი თუ კი ღმერთის ბრალია,
მაშინ რაღას ვღელავდით, ყველაფერი ამაო,
გაღვიძების ნუგეში სწორედ ერთი წამია,
გაგყვება და ფიქრები იწერება ხვალაო,
შიშის პირას დაგვაგდეს,მოშვერილა კლანჭები,
ჩევნი ერის საშველი ახლა ომი როდია,
გაზაფხულზე ქაოსში ისე ავიბლანდებით,
რომ ვერ ვნახავთ აგვისტოს ,მე კი ასე მგონია,
საკეთებელს ვუწამლებთ თუ გადადგა ჯარია,
თუ აენთო პირმართლის სხივოსანი ავდარი,
თუ ვერ ვნახეთ მშვიდობა ისიც ჩვენი ბრალია,
მოვა კიდეც უარესი თოვლიანი ზამთარი,
ასე ჩუმი მაისი თუ წამალი ქართველთა,
მე აღდგომას ვუწამლებ თქვენი იყოს აქციად,
ვერ გავიგე ანბანი ამ ქვეყანის მმართველთა,
და ღვინომ მე ეშმაკად წამსვე გადამაქცია,
საყვედური პროტესტს და საყვედური ხიდებსაც,
ეს სამყარო დიდებულ აბჯარს როდი აგვასხამს,
გავისწოროთ სამიზნე რომ არ მოხვდეს შვილებსა,
თორემ სეტყვა და წვიმა თავზე უხვად დაგვასხამს...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები