ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
29 მარტი, 2025


Марина Цветаева - Вчера ещё в глаза глядел - Осипу Мандельштаму

მარინა ცვეტაევა - გუშინაც კი ეგ თვალები მზვერავდნენ...

ოსიპ მანდელშტამს

გუშინაც კი ეგ თვალები მზვერავდნენ,
ხოლო ახლა არ მიცქერი სავსებით,
წუხელ დარჩი ჩიტთა პირველ მღერამდე,
ტოროლები დღეს გამხდარან ყვავები.

სულელი ვარ, შენ კი გიჭრის გონება,
ცოცხლობ, მე კი გამახევებს სიშმაგე,
ისმის ქალთა ყველა დროის  გოდება:
„საყვარელო, განა რა დაგიშავე?!“

წყლად ინთხევა მისი სისხლიც, ნაცრემლიც;
სისხლის, ცრემლის განსაბანელს გამართავს,
სიყვარული დედინაცვლად ნაქცევი
უკუაგდებს სიბრალულს და სამართალს. 

გემს შორეთში ნანდაური წაჰყვება,
თეთრ გზას მისდევს, საოცნებო ნიშანსვეტს,
სამყაროში ხმიანდება ვაება:
„საყვარელო, განა რა დაგიშავე?!“

წუხელ შენ ხომ ფერხთით მწოლმა მამშვიდე,
შემადარე ჩინეთს, მის საოცრებას,
მსწრაფლ გაშალე ხელები და მაშინვე
ერთ ჟანგიან გროშად მექცა ცხოვრება.

ჩვილისმკვლელი დედასავით ნაძრახი,
მსჯავრდებული, ვგავარ გულმხდალ პირშავებს,
ჯოჯოხეთშიც გაგაგონებ დაძახილს:
„საყვარელო, განა რა დაგიშავე?!“

შევეკითხე სკამს და საწოლს: „ამბორით
ვანებივრე, რად მაწვალებს დასუსხვით?“
„გელაციცა, დროა შენი დაბორბვლის,
სხვას დაკოცნის“, - გამცეს ზუსტი პასუხი. 

შენ ცხოვრებას მასწავლიდი ღადარში,
მაგრამ გული ყინვებით დამიშაშრე,
დამატეხე თავს ტრამალის ავდარი,
საყვარელო, განა რა დაგიშავე?!

ყოვლი ვუწყი, ნუ კამათობ საკითხზე!
თვალახილვა - ბრმა სიყვარულს აკოტრებს,
სიყვარული სადაც უკან დაიხევს,
იქ შემოდის სიკვდილი-მეწალკოტე.

ხის შენჯღრევით ცვივა მწიფე ნაყოფი,
სულშეძრულმა გული გადაგიშალე...
- მაპატიე საქციელი გამყოფი,
საყვარელო, რაც რამე დაგიშავე!

29 მარტი, 2025 წ.

დაბორბვლა - სასტიკი წამების ნაირსახეობა


Марина Цветаева - Вчера ещё в глаза глядел

Осипу Мандельштаму

Вчера ещё в глаза глядел,
А нынче — всё косится в сторону!
Вчера еще до птиц сидел, —
Всё жаворонки нынче — вороны!

Я глупая, а ты умен,
Живой, а я остолбенелая.
О, вопль женщин всех времен:
«Мой милый, что тебе я сделала?!»

И слезы ей — вода, и кровь —
Вода, — в крови, в слезах умылася!
Не мать, а мачеха — Любовь:
Не ждите ни суда, ни милости.

Увозят милых корабли,
Уводит их дорога белая…
И стон стоит вдоль всей земли:
«Мой милый, что тебе я сделала?»

Вчера еще — в ногах лежал!
Равнял с Китайскою державою!
Враз обе рученьки разжал, —
Жизнь выпала — копейкой ржавою!

Детоубийцей на суду
Стою — немилая, несмелая.
Я и в аду тебе скажу:
«Мой милый, что тебе я сделала?»

Спрошу я стул, спрошу кровать:
«За что, за что терплю и бедствую?»
«Отцеловал — колесовать:
Другую целовать», — ответствуют.

Жить приучил в самом огне,
Сам бросил — в степь заледенелую!
Вот что ты, милый, сделал мне!
Мой милый, что тебе — я сделала?

Всё ведаю — не прекословь!
Вновь зрячая — уж не любовница!
Где отступается Любовь,
Там подступает Смерть-садовница.

Самo — что дерево трясти! —
В срок яблоко спадает спелое…
— За всё, за всё меня прости,
Мой милый, — что тебе я сделала!

1920 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები