& & & ეს პატარა კნუტი მისაჩუქრა დედამ, გამუდმებით კნავის, მე თუ ვერა მხედავს. საჭმელს აძლევს ყველა: ბებო, ბაბუ, ძია. იცით, რა მაოცებს? მაინც მუდამ შია. დილით, რომ დავუსხამ რძეს, ამოსვლეპს სწრაფად, არც პურს დაიწუნებს, მიაყოლებს ფაფას. ჰო, და მეტისმეტად კნუტი გაგვისუქდა, რად დაიჭერს თაგვებს? საჭმელი აქვს მუქთად.