 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 9 აპრილი, 2025 |
რა გინდა, რა გინდა, რად მიცქერ ეგეთი თავნება ღიმილით? ასე თუ განაგრძე დაგიწერ ლექსებს და... და ნახე ჩივილი მერე სულ ჩემფერი ფიქრების...
რას შვრები, რას შვრები, რას დასდევ მზეს ეგრე თამამი ნაბიჯით? მზე არის, ცეცხლია, დაგასევს სურვილებს და თუკი დაიწვი არფერ შუაში ვიქნები.
ნუ ცდილობ, ნუ ცდილობ, ნუ კინძავ ვნებებს მიძინებულს ეულად, თორემ თვითნებობა, თუ მკითხავ, გაქცევს უსასრულო სნეულად მე კი შენს მიზნებად ვიქცევი.
ნუ იტყვი, ნუ იტყვი, ნუ, ნუ, ნუ თქმით ხომ ყველაფერი ცხადდება?.. სიტყვები... სიტყვებით უჰ, უჰ, უჰ, ახდება, ცხოვრება ახდება და ეს ცხოვრება ჩვენ ვიქნებით!..
---- რა გინდა, რა გინდა, რად მიცქერ ეგეთი თავნება ღიმილით? ასე დაჟინებით დაგიწერ მეც ლექსს და გაბედე ჩივილი!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგი იქნებოდა
კარგი იქნებოდა
1. ჩივილს არა , გიტარაზე წავიმღერებდი. ჩივილს არა , გიტარაზე წავიმღერებდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|