ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
9 აპრილი, 2025


Марина Цветаева - АЛЕ

მარინა ცვეტაევა - ალას (ქალიშვილს)

დრო მოვა და ახირებით ველურით
მარადი გზის მგზავრად განემწესები,
გაამართლე შენაც ჯიში გველური,
დაგვივიწყე მეც და ჩემი ლექსებიც;

და იცოდე: ხვალ დადგება სიბერე,
ღვინო სვი და ეტლი მართე, იმღერე,
ცისფერთვალა ბოშა ქალი იყავი.
შენს სწორს ვერსად ვერ იპოვი, კისერზე
დაეკიდე ყველას, ღიმით მბრწყინავი.

პარიზული ბულვარების ციალი!
მილიონი თვალის ათინათება,
მადრიდული გიტარების გრიალი,
ჩემს ლექსებში იღვრებიან ჰანგებად!

შენი მზერა ფართოვდება ცხელებით,
დაგებერა აფრა და შორს მიიწევ,
ხვალ სიბერის მოვა ელეთმელეთი,
დანარჩენი, შვილო, გადაივიწყე!


9 აპრილი, 2025 წ.


Марина Цветаева - АЛЕ

А когда — когда-нибудь — как в воду
И тебя потянет — в вечный путь,
Оправдай змеиную породу:
Дом — меня — мои стихи — забудь.

Знай одно: что завтра будешь старой.
Пей вино, правь тройкой, пой у Яра,
Синеокою цыганкой будь.
Знай одно: никто тебе не пара —
И бросайся каждому на грудь.

Ах, горят парижские бульвары!
(Понимаешь — миллионы глаз!)
Ах, гремят мадридские гитары!
(Я о них писала — столько раз!)

Знай одно: (твой взгляд широк от жара,
Паруса надулись — добрый путь!)
Знай одно: что завтра будешь старой,
Остальное, деточка, — забудь.

1917 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები