ალას - მარინა ცვეტაევა
მთარგმნელისაგან: თარიღებს - ყურადღება! 1917-ში მარინა ცვეტაევას უფროსი გოგო, არიადნა, ვისაც ეს ლექსი ეძღვნება, ჯერ იქნება ასე, ექვსი წლისა. ჯერ კიდევ არ დამდგარა დღეები, როცა უმცროს, ავადმყოფ მეორე შვილთან, ირასთან ერთად, მარინა, ნაცნობების დიდი დახმარებით, უპატრონოთა თავშესაფარში ჩააბარებს მას, იმედით, საჭმელს მაინც აჭმევენო და რუსეთში ისეთი გაჭირვებაა რევოლუციის გამო, რომ სანახავადაც ვერ მიდის. უმცროსი გოგო იქ მშიერი უკვდება, არიადნა - ალა კი უპასუხო წერილებს სწერს და სწერს იქიდან. (შემორჩენილია) მარინას ემიგრირება ოჯახით, უკიდურესი გაჭირვებისაგან, თვითგადარჩენით იყო განპირობებული… თუმცა ამაზე - სხვა დროს!
მარინა ცვეტაევა ალას
როცა კი - როდესმე - თვით წყალი შენც გიხმობს, მარად გზას დაიწყებ, იყავი გველი უმოწყალო, სახლი - მე- ლექსი - დაგვივიწყე!
იცოდე: მოგელის სიბერე! სმა, მღერა, სამცხენა კლდისპირას, - ლურჯთვალა ბოშა ხარ და კიდევ შენ ცალი არა გყავს, აბა, რა! და ყველას მკერდზე დაეკიდე!
აჰ, ალი პარიზის ბულვართა, (იცი? - მილიონი თვალია); აჰ, მადრიდს გრგვინვა გიტარათა! (მათზე მაქვს ლექსი - მრავალია).
იცოდე: (თვალთ - სიცხე გიბერავს, იალქნებს მიჰყევი - მშვიდობით!) იცოდე: მოგელის სიბერე, დანარჩენს, შვილო, - ნუ ენდობი!
1917 г. (თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева АЛЕ
А когда — когда-нибудь — как в воду И тебя потянет — в вечный путь, Оправдай змеиную породу: Дом — меня — мои стихи — забудь.
Знай одно: что завтра будешь старой. Пей вино, правь тройкой, пой у Яра, Синеокою цыганкой будь. Знай одно: никто тебе не пара — И бросайся каждому на грудь.
Ах, горят парижские бульвары! (Понимаешь — миллионы глаз!) Ах, гремят мадридские гитары! (Я о них писала — столько раз!)
Знай одно: (твой взгляд широк от жара, Паруса надулись — добрый путь!) Знай одно: что завтра будешь старой, Остальное, деточка, — забудь.
1917 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. როცა კი - როდესმე - ვით წყალი, შენც მარად მგზავრობას დაიწყებ, გახსოვდეს, გველი ხარ, უწყალო, სახლი - მე - ლექსი - დაგვივიწყე!
ნინო დარბაისელი. 2025-04-09 19:21:11
შესანიშნავი ვერსია, ძალიან მომეწონა.
როცა კი - როდესმე - ვით წყალი, შენც მარად მგზავრობას დაიწყებ, გახსოვდეს, გველი ხარ, უწყალო, სახლი - მე - ლექსი - დაგვივიწყე!
ნინო დარბაისელი. 2025-04-09 19:21:11
შესანიშნავი ვერსია, ძალიან მომეწონა.
4. ვაშაა, ვიპოვე! მე ფაილებში ვეძებდი და ეს - აქვე, ურაკპარაკზე გადარჩენილა ზუსტია ტექსტი, მაგრამ ცვეტაევა აღარაა. ხასიათი დაკარგული აქვს, მაგრამ ბევრი ბალასტი მქონია შეტანილი, მოკლედ, ამ თვალით არ მომწონს. თავის დროზე 2017 - ში ალბათ მაგარიც მეგონა.
მარინა ცვეტაევა - ,,ალას'
მარინა ცვეტაევა
ალას - - -
და ერთხელაც - როცა - ისე, როგორც წყალი, გზა მარადი გიხმობს, ვეღარ გადურჩები, ნუ იქნები გველურ ბუნებასთან მწყრალი, დაგვივიწყე - სახლიც - მეც - ლექსებიც ჩემი!
დაიხსომე მხოლოდ: დაბერდები მალე. სვი, აჭენე მღერით სამცხენები, კიდევ, ლურჯთვალება ბოშა იყავ კიდით-კიდე, დაიხსომე მხოლოდ: ქვეყნად არ გყავს ცალი და სუყველა შემხვედრს ყელზე დაეკიდე!
აჰ, პარიზის ბულვარს ანათებენ უხვად! (აზრობ - ანთებულა მილიონი თვალი!) აჰ, მადრიდში ისევ გიტარები ქუხან! (და მე რამდენს ვწერდი - მათით მუდამ მთვრალი!)
დაიხსომე მხოლოდ: (თვალებმოელვარეს იალქნები გიხმობს - იყოს ბედი შენი!) დაიხსომე მხოლოდ: დაბერდები მალე, შვილო, დაივიწყე - ყველა დანარჩენი!
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
АЛЕ А когда - когда-нибудь - как в воду И тебя потянет - в вечный путь, Оправдай змеиную породу: Дом - меня - мои стихи - забудь.
Знай одно: что завтра будешь старой. Пей вино, правь тройкой, пой у Яра, Синеокою цыганкой будь. Знай одно: никто тебе не пара - И бросайся каждому на грудь.
Ах, горят парижские бульвары! (Понимаешь - миллионы глаз!) Ах, гремят мадридские гитары! (Я о них писала - столько раз!)
Знай одно: (твой взгляд широк от жара, Паруса надулись - добрый путь!) Знай одно: что завтра будешь старой, Остальное, деточка, - забудь.
https://urakparaki.com/?m=4&ID=96649
ვაშაა, ვიპოვე! მე ფაილებში ვეძებდი და ეს - აქვე, ურაკპარაკზე გადარჩენილა ზუსტია ტექსტი, მაგრამ ცვეტაევა აღარაა. ხასიათი დაკარგული აქვს, მაგრამ ბევრი ბალასტი მქონია შეტანილი, მოკლედ, ამ თვალით არ მომწონს. თავის დროზე 2017 - ში ალბათ მაგარიც მეგონა.
მარინა ცვეტაევა - ,,ალას`
მარინა ცვეტაევა
ალას - - -
და ერთხელაც - როცა - ისე, როგორც წყალი, გზა მარადი გიხმობს, ვეღარ გადურჩები, ნუ იქნები გველურ ბუნებასთან მწყრალი, დაგვივიწყე - სახლიც - მეც - ლექსებიც ჩემი!
დაიხსომე მხოლოდ: დაბერდები მალე. სვი, აჭენე მღერით სამცხენები, კიდევ, ლურჯთვალება ბოშა იყავ კიდით-კიდე, დაიხსომე მხოლოდ: ქვეყნად არ გყავს ცალი და სუყველა შემხვედრს ყელზე დაეკიდე!
აჰ, პარიზის ბულვარს ანათებენ უხვად! (აზრობ - ანთებულა მილიონი თვალი!) აჰ, მადრიდში ისევ გიტარები ქუხან! (და მე რამდენს ვწერდი - მათით მუდამ მთვრალი!)
დაიხსომე მხოლოდ: (თვალებმოელვარეს იალქნები გიხმობს - იყოს ბედი შენი!) დაიხსომე მხოლოდ: დაბერდები მალე, შვილო, დაივიწყე - ყველა დანარჩენი!
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
АЛЕ А когда - когда-нибудь - как в воду И тебя потянет - в вечный путь, Оправдай змеиную породу: Дом - меня - мои стихи - забудь.
Знай одно: что завтра будешь старой. Пей вино, правь тройкой, пой у Яра, Синеокою цыганкой будь. Знай одно: никто тебе не пара - И бросайся каждому на грудь.
Ах, горят парижские бульвары! (Понимаешь - миллионы глаз!) Ах, гремят мадридские гитары! (Я о них писала - столько раз!)
Знай одно: (твой взгляд широк от жара, Паруса надулись - добрый путь!) Знай одно: что завтра будешь старой, Остальное, деточка, - забудь.
https://urakparaki.com/?m=4&ID=96649
3. ეს - ძველი მოვძებნე, მუხა და რაკი არ მოგეწონა, ახალი ვერსია გავაკეთე. კიდევ უნდა მქონდეს ერთი ვერსია სადღაც ამ სამი წლის წინანდელი და ვეძებ. საინტერესოა, იქ რა ხდება. ეს - ძველი მოვძებნე, მუხა და რაკი არ მოგეწონა, ახალი ვერსია გავაკეთე. კიდევ უნდა მქონდეს ერთი ვერსია სადღაც ამ სამი წლის წინანდელი და ვეძებ. საინტერესოა, იქ რა ხდება.
2. მადლობა მუხა . რიტმს ვერ შევცვლი, გაიზრდება და ეს ვერსია უფრო მოგწონს?
როცა კი - როდესმე - ვით წყალი, შენც მარად მგზავრობას დაიწყებ, გახსოვდეს, გველი ხარ, უწყალო, სახლი - მე - ლექსი - დაგვივიწყე!
ძალიან ხომ არ ჩამიტკბდა? მადლობა მუხა . რიტმს ვერ შევცვლი, გაიზრდება და ეს ვერსია უფრო მოგწონს?
როცა კი - როდესმე - ვით წყალი, შენც მარად მგზავრობას დაიწყებ, გახსოვდეს, გველი ხარ, უწყალო, სახლი - მე - ლექსი - დაგვივიწყე!
ძალიან ხომ არ ჩამიტკბდა?
1. რთულია მარინა ცვეტაევას შეგრძნებების თარგმნა
სახლი- მე - ჩემი -ლექსები - დაივიწყე! ასე შეიძლება იყოს? ან იცოდე: ხვალ იქნები ბებერი, დანარჩენი, შვილო,-დაივიწყე. "სხვა სხვის ომში ბრძენიაო" ასე დამემართა არა?! მაპატიე ზედმეტობა.
რთულია მარინა ცვეტაევას შეგრძნებების თარგმნა
სახლი- მე - ჩემი -ლექსები - დაივიწყე! ასე შეიძლება იყოს? ან იცოდე: ხვალ იქნები ბებერი, დანარჩენი, შვილო,-დაივიწყე. "სხვა სხვის ომში ბრძენიაო" ასე დამემართა არა?! მაპატიე ზედმეტობა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|