ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2025


ტორნადული ეპიტაფია

ნინო დარბაისელი

ტორნადული ეპიტაფია

        (აშშ-ში  გაზაფხული - ტორნადოების სეზონია. ბუნკერში ამით ვერთობი)

რას ვემდურო! - ხვედრი  მერგო მეც მოკვდავთა,
ბერწმა მიწამ - ჩემზე ინაყოფა,
ახლობლობა მწამს - კეთილთან, არა - ავთან,
არრა მჯერა  - უნახავთა,
სიბნელეში რომ ჩურთავენ ძველ ნიფხავთა
და ცუდ ყოფას მიჯობს - კარგი ყოფა.
გაჭირვებულს -  სულ სიმდიდრე მიზიდავდა …
სულ არ გგავდით  თქვენ - პირნათელ ტვირთმზიდავთა…
(რაც არა გაქვს, ვისთან გაიყოფა!)

სიბნელეში - სულ გონებას მივყვებოდი,
ვერ ვიხსენებ, ავყოლოდი გრძნობას,
თუმც გონება მთლად მახვილი მქონდა როდი,
მიზიდავდა მე ჩემივე მონაბოდი
სიმცდარე და ალბათ მართალს გავურბოდი,
ვიჩემებდი ბრძნობას!

ეს - არ არის პოეტური ყოფის წესი,
პოეტური ყოფა არის უკეთესი -
სხვა სამკალი,
სხვა სახნავი და სათესი,
ცელსაც  უნდა -  სხვა სალესი;
ცეცხლსაც უნდა შეკეთება,
  უბრალოთა - გაღმერთება,
აღმართები, დაღმართები -
ლოდი სიზიფესი…
არევა და გადარევა,
ოქროს ქვიშის ღველფში რევა,
ქარიშხლებით ხეთა რხევა,
ცის და მიწის ერთად რყევა,
რამე - უარესი!

რომ მოვკვდები,
სული წავა შორეთისკენ,
იქნებ მცირე მეც ნათელი ვიღო.
ესეც - ბოლო!
ასე მალე არ ველოდი,
მიმავალი - სულ რაღაცას ვიმღეროდი…
მეც დამადეთ
გრანიტისა რამე ლოდი,
რამე ლოდი,
რუხი,  უთარიღო:

“ ის - პოეტად იცხოვრებდა - რომ დასცლოდა,
თუმცა გულით - სულ პოეტი იყო!”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები