მარინა ცვეტაევა - ასე იქნება
ვით ბნელით ნაკოცნი ნინველი მშიშარა, ნაღვლიან თვალების ცეცებით, დაისში, სარკმელთან გაშეშდი. წინკარში გაისმის ჩქარი ნაბიჯების ჩქამი - ჩემი არა!
კარი გაიღო და დააყენა ქარმა ნედლი სუნი ლხენის... განქარდა სანაღვლი... დუმილის წამი და ვიღაცა პარმაღში უძალოდ იცინის, თუმცაღა - მე არა!
შინ კედელს ტრამვაის აჩრდილი კვლავ ერთვის, ორკესტრის გუგუნს ხმა ქუჩაში უქრება... „დე, ჩვენი სულები შეერწყან უთქმელად!“ მღელვარედ ჩურჩულებ, მაგრამ - არა ჩემთვის!
„რამდენი წიგნია! ეს სითბო გვეკმარა, მავიწყდა სიტყვები... არ ვღიზიანდები...“ ხედავენ ტრამვაის მოძრავი ლანდები შენ გვერდით დივანზე ვიღაცას - მე არა!
12 აპრილი, ლაზარეს შაბათი, 2025 წ.
Марина Цветаева - Так будет
Словно тихий ребенок, обласканный тьмой, С бесконечным томленьем в блуждающем взоре, Ты застыл у окна. В коридоре Чей-то шаг торопливый — не мой!
Дверь открылась… Морозного ветра струя… Запах свежести, счастья… Забыты тревоги… Миг молчанья, и вот на пороге Кто-то слабо смеется — не я!
Тень трамваев, как прежде, бежит по стене, Шум оркестра внизу осторожней и глуше… — «Пусть сольются без слов наши души!» Ты взволнованно шепчешь — не мне!
— «Сколько книг!.. Мне казалось… Не надо огня: Так уютней… Забыла сейчас все слова я»… Видят беглые тени трамвая На диване с тобой — не меня!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ! დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ!
1. ძალიან კარგი თარგმანი, როგორი კარგი სევდიანი, ნაღვლიანი ლექსი ხედავენ ტრამვაის მოძრავი ლანდები შენ გვერდით დივანზე ვიღაცას - მე არა!
ძალიან კარგი თარგმანი, როგორი კარგი სევდიანი, ნაღვლიანი ლექსი ხედავენ ტრამვაის მოძრავი ლანდები შენ გვერდით დივანზე ვიღაცას - მე არა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|