რამდენჯერაც არ უნდა ვიკითხო მეხუთე მცნება, მე მხოლოდ ორი მტერი მყავს! და არ ვიცი რას მერჩის თორა; როცა არც ერთხელ ჩავრთულვარ ამ დიდ თამაშებში, არ მიბარბაცია სინის ხრიოკებზე და არ მომიყოლია ზღაპრები მიდიანელებში. არასოდეს არ გამიწითლებია ნილოსი, არც ბაყაყები მომიმრავლებია მანდ და შურის მისაგებლად ეგვიპტელი ბავშვებიც არ მომიკლავს. მხოლოდ ორი მტერი! აქ ტრიალებს ჩემი სამყარო, ჩემი წარსული, ჩემი აწმყო და ჩემი მომავალი. ყველაფერი, რაც მიყვარს და რაც მეზიზღება, ამ ორი მტრისგან არის: თუ ვინმეს ვატყუებ, თუ ვინმეს ვკლავ, თუ ვინმე მძულს, თუ ვინმეს ვერ ვხედავ, ან ვხედავ... თუ სადმე გაქცევა მინდა, თუ ისევ აქ დარჩენას ვამჯობინებ - ყველაფერი, ორი მტრისგან! მაღვიძარასავით რეკავენ ყოველ დილით; მაღვიძებენ, რომ დავიძინო, ან კიდევ, დიდ თამაშებში ვითამაშო: ომში წავიდე, რაიხსტაგის თავზე საბჭოთა დროშა ავაფრიალო, ან უბრალოდ ექიმთან მივიდე მაჯის ცემის შესამოწმებლად და მაგან უკან ეგზისტენციალიზმით დატვირთული გამომიშვას. ეს ორი მტერი! ჩემი ქარია; ქარს ვერ ვიტან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მეც შენსავით ვყოფილვარ... მეც შენსავით ვყოფილვარ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|