ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
18 აპრილი, 2025


Марина Цветаева - Вы счастливы? — Не скажете! Едва ли!..

მარინა ცვეტაევა - ბედნიერი ხართ? – არას ამბობთ... არა მგონია!

ბედნიერი ხართ? – არას ამბობთ... არა მგონია!
- გათქმას ვერ ბედავთ!
თქვენ ძალზე ბევრი, მიმაჩნია, დაგიკოცნიათ!
და ბადებთ სევდას.

შექსპირის ყველა ტრაგედიის გმირ ქალთა ბედი,
თქვენ დაგყვათ, ვხედავ!   
ახალგაზრდა და ტრაგიკულო, ძვირფასო ლედი,
ვერ გიხსნათ ხვედრმა!

ძალზე დაგღალათ სიყვარულის რეჩიტატივის
გამეორებამ,
უსისხლო ხელზე თუჯის რგოლის ზიდვის პატივი
გარგოთ ცხოვრებამ.

მე თქვენ მიყვარხართ, ისე როგორც ცოდვა, ღრუბელი
თქვენ ზემოთ - ავდრის,
იმის გამო, რომ გესლიანი ხართ, დამსუსხველი
და სხვებზე კარგი!

იმის გამო, რომ ჩვენ სხვადასხვა ცხოვრება გვერგო
წყვდიადში გზების,
რომ შემაცდუნებთ შთაგონებით, ორივე ერთობ
ვგიზგიზებთ გზნებით;

რადგან ჩემს დემონს ბრტყელშუბლიანს შენდობას გვედრით
- დაცხრომას რისხვის!
იმის გამო, რომ თუნდ მოგიწვეთ კუბოში გვერდით -
უკვე ვერ გიხსნით!

ამ კანკალისთვის, რომ ნასიზმრის ნაცვლად, მზიერო,
ანათებთ ირგვლივ,
ამ ირონიულ მშვენებისთვის, საბედნიეროდ,
რომ არ ხართ - იგი!

18 აპრილი, წითელი პარასკევი, 2025 წ.


Марина Цветаева - Вы счастливы? — Не скажете! Едва ли!..

Вы счастливы? — Не скажете! Едва ли!
И лучше — пусть!
Вы слишком многих, мнится, целовали,
Отсюда грусть.

Всех героинь шекспировских трагедий
Я вижу в Вас.
Вас, юная трагическая леди,
Никто не спас!

Вы так устали повторять любовный
Речитатив!
Чугунный обод на руке бескровной —
Красноречив!

Я Вас люблю. — Как грозовая туча
Над Вами — грех —
За то, что Вы язвительны и жгучи
И лучше всех,

За то, что мы, что наши жизни — разны
Во тьме дорог,
За Ваши вдохновенные соблазны
И темный рок,

За то, что Вам, мой демон крутолобый,
Скажу прости,
За то, что Вас — хоть разорвись над гробом! —
Уж не спасти!

За эту дрожь, за то — что — неужели
Мне снится сон? —
За эту ироническую прелесть,
Что Вы — не он.

1914 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები