ო, მებალზამევ უნაზესი და მშვიდი ღამის, შეახე შენი მადლიანი თითები ფრთხილი, ბნელისმოსურნე ჩვენს თვალებს და გახვიე ამით, უზენაესი დავიწყების ღვთაებრივ ჩრდილში.
მაკურნებელო! გევედრები, დახურე წამში შენდამი მოძღვნილ ჰიმნის შუა თვალები ძილით, სანამ ყაყაჩოს მიმოაფრქვევ სასთუმალს, „ამინ“ მაცალე რომ ვთქვა, დამანათლე წყალობა ტკბილი,
მიშველე, თორემ იბადება ჯავრი და განგაშს ვგრძნობ ყურთბალიშზე, გასული დღის ნათელი სხივით, ცნობისმოყვარე სინდისისგან მიხსენი, სანგარს
თხუნელასავით რომ გამითხრის წკვარამში ძვინვით; მოარგე შენი გასაღები გაღებულ საგმანს და დამიბეჭდე ჩემი სულის მდუმარე სკივრი.
11 მაისი, 2025 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. რა აქვთ დაყენებული ამისთანა! არაფრით არ შვრება რა აქვთ დაყენებული ამისთანა! არაფრით არ შვრება
1. ორიგინალი თქვენ მოიძიეთ, აქ არ გამომიქვეყნა. ორიგინალი თქვენ მოიძიეთ, აქ არ გამომიქვეყნა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|