ნინო დარბაისელი
ფილოსოფოსს უთქვამს პლატონს
პოეზია - ბაძვააო, ბაძვააო, თან - მონური. ორგზის სცდება რეალობას პოეზიის მოყვარული. ჯერ ხომ ყოფა არის ბაძვა, პოეტს რჩება - ბაძვის - ბაძვა, (გურამიშვილს ეს რომ ეთქვა, იქნებოდა “შემოძაძვა”)
პოეზია - დედააო სიცრუისა, ტყუილისა, ისტორიას - მართალ სიტყვას ვინც შეადრის, ცდება ისა. გავლენა კი ზნეობაზე აქვსო ძალზე არა საღი, (პოეტებო, რა ვქნათ აწი, ზეცის ვიმხოთ თავზე თაღი?) პოეზია - ფუჭიაო, სარგებელი არ მოაქვსო … (ეჰ, არ არჩევს უნიჭოსგან - ვინც სიტყვაში სიტყვას აქსოვს!) გვირღვევს წონასწორობასო პოეზია ჩვენ გრძნობათა, გვინდა მხოლოდ სიმღერები ყრმათა საბაძ გმირობათა…
სჯობდა, წერას ამ არზათა, ჩემთვის ხიფათს - ეხიფათა, ისღა მრჩება, ვკითხო მათა, ვინც გონება ,,გამინათა”: რათა მერე, რათა, რათა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ფილოსოფოსს უთქვამს პლატონს რა ვქნათ ახლა, დაუჯეროთ. ?! ხანდახან მეც ვკამათობ პლატონთან. ფილოსოფოსს უთქვამს პლატონს რა ვქნათ ახლა, დაუჯეროთ. ?! ხანდახან მეც ვკამათობ პლატონთან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|