 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 15 მაისი, 2025 |
ნინო დარბაისელი
კოლორადო
კოლორადო, კოლორადო, ამ ბურუსში გზას ძლივს ვიკვლევთ ორ-ორადო, ჰაიკერნი თავის გარდა, ვის ვჭირდებით! ჩაფუთნულნი ერთმანეთს-ღა ვეჭიდებით, კოლორადო ვის უქია?! ამ ივნისის შუაგულში, ყველგან - სიცხით დადაგულში, აქ ისეთი თოვლიანი ქარბუქია, თოვლი ციდან კი არ მოდის, როგორც წესი, (კვირობს ჩვენში თვით ჭაღარა, უხუცესი), უნდა ქარბუქს, ყველაფერი წამოხვეტოს, ამ მისტიურ მწვერვალამდე აასვეტოს; დაბლა, ჩვენთან არაფერი არ დატოვოს, ცას - მიწიდან აათოვოს, სადღაც, ნისლში დამალული ასპენია, დაუფარავს თოვლის საფარს ასფენიანს. გადამტყდარი, მოცახცახე - თეთრი ვერხვი, მურა-წითელ კლდოვანებში - უფსკრულების დაფჩენილი ხახა - ვეფხვი. ეს - ახლოდან, ნისლში - არც ჩანს არაფერი, დასანახი, ან სათქმელად შესაფერი. გაგვიჩუმდი, ნეტა, გამომყოლო რადო?! (დაეცა და მგონი მუხლი აიტყავა, ამ მთებს მიჯობს ერთი ჭიქა ცხელი ყავა) შავ-თეთრი ხარ. შავად მოსჩანს მარადმწვანე, გამოგვადგა დღე უმზეო, თანაც მწვავე, გთვლიან მრავალ ფერად ანუ კოლორადო, კოლორადო, კოლორადო!
- - - * ასპენი - საერთაშორისო კურორტი კოლორადოში, აშშ. (თარგმანში - ვერხვი) თეთრტანიანი, მოცახცახე ან მოკანკალე, (ტრემბლინგ ასპენ) ვერხვის სახეობა - ფართოდაა გავრცელებული ჩვენშიც, მეტადრე დასავლეთ საქართველოში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კოლორადო ვის უქია?! უქია და მერე, როგორ კარგად, ლამაზად, მურა-წითელ კლოგოვანებში...
კოლორადო ვის უქია?! უქია და მერე, როგორ კარგად, ლამაზად, მურა-წითელ კლოგოვანებში...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|