ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2009


ელის... წერილი პირველი

ელის, ხო არ დაიღალე?
ვიცი ძნელია შენთვის
ამდენი ფეხით სიარული ქალაქში,
აი ეს ქუჩაც და...

კუთხეში სკვერია ელის,
შეგვიძლია ჩამოვჯდეთ სკამზე და მომეხუტო...
შენ ხო გიყვარვარ ელის?
კი, ვიცი რომ გიყვარვარ,
თუმცა არ ვიცი რა გიყვარს ჩემში...

ელის...
მომყვები?
კაი რა, რადროს წყურვილია,
აქ არსად არაა ფანტანი,
აი, ავალთ მამადავითზე და
იქ ნაკურთ წყალს დავლევთ
მე და შენ ელის,
გესმის?
მე და შენ... ნაკურთხ წყალს...

შენ გახსოვს ღმერთი ელის?
ის ღმერთი, ჩვენს ბავშვობაში რომ დავტოვეთ,
ის,
დღეს რომ ჭუჭყიანი ხელებით გვეხვეწებოდა დახმარებას,
ჩვენ კი - გვერდი რომ ავუარეთ
და მორიგი რამდენიმე ათეული ბარში დავტოვეთ...

ელის,
თურმე მარტო ინვალიდებს არ ჭირდებათ დახმარება,
არც მარტო მოხუცებს, ან შვილმკვდარ დედებს,
ზოგჯერ ქმარმკვდარ გოგოსაც უნდა
სხეულით რომ ვაჭრობს  სანაპიროზე,
ზოგჯერ მეც მინდა ელის...

მე არ მოვალ შენს დაბადების დღეზე,
თუმცა შენ ჯერ არ იცი ეს და
ალბათ ჩემ უფროსსაც გამოლანძღავ
შენთვის მოტყუებული მივლინებისთვის.

მიყვარხარ...
ხო ვიცი, უადგილოა აქ ამაზე ლაპარაკი,
ეს ხომ ეკლესიაა და მაინც
შენ გესმის ჩემი?
ვიცი, ვიცი რომ ჩემი თუნდაც ერთი კოცნა
ყველა საჩუქარზე ძვირფასია შენთვის,
ვიცი რომ შენში არაა პრობლემა,
პრობლემა ჩემშია,
პრობლემა ისაა რომ საშინლად ამაყი ვარ,
პრობლემა ისაა რომ თუნდაც მთელის თვის ხელფასით
მეათედსაც ვერ გაჩუქებ სხვებისას
და რა მნიშვნელობა აქვს გჭირდება თუ არა.

იცი ზოგჯერ როგორ მტკივა? რა?
სული მტკივა ელის და სხეული მტკივა,
რადგან ვინმემ შეიძლება ჩათვალოს რომ
მეც იმ მეძავივით ვიყიდები,
ჩათვალოს რომ ჩემი ხორცით ვაჭრობა დასაშვებია
და მე ეს არ მკიდია...
ხო ამაზე ალბათ მიპასუხებ რომ
მე ყველაფერი მკიდია,
რომ უდარდელი ვარ... მარა არაა ეგრე,
არაფერი არ მკიდია, არც ცუდი ცხოვრება,
არც უსამართლობა,
არც შენ და არც ზამთრის მოახლოვება,

ვერ ვიტან ზამთარს ელის,
ვერც ცხოვრებას ვერვიტან ჩვენშორის ამხელა სხვაობისთვის,
მამაჩემისთვის და იმ მეძავის მეძავობისთვის.

"პევიცა მარგარიტა" მახსენდება,
არა შენ არ მღერიხარ, არც მე ვხატავ
და შენც მარგარიტასგან განსხვავებით გიყვარვარ,
მაგრამ იქნებ მეც გავყიდო სახლი
და გაჩუქო ყველაზე მეტი...
და შენ გულში ვიცხოვრებ მერე ელის,
შენ კი ჩემი ლექსით შემოივლი მთელ მსოფლიოს.

ელის...
ხო არ დაიღალე?
ცოტაც და ავალთ და იქიდან გაცილებით ლამაზია ყველაფერი
და თან დაღლილი აღარც დაშორებაზე ინერვიულებ ძალიან...
ელის...
გახსოვს ღმერთი?
აი ის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები