ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
21 მაისი, 2025


John Keats - You say you love

ჯონ კიტსი - ამბობ გიყვარვარ...

ამბობ გიყვარვარ, ოღონდ იმაზე
წმინდა ხმით, ვიდრე მოლოზანები
ლოცვას წართქვამენ, ოდეს სინაზეს
გრძნობენ დაკრული მწუხრის ზარებით -
გიყვარდე მართლა!

ამბობ გიყვარვარ, ღიმით ქურუხით,
სექტემბრის დილის მსგავსი სიცივით,
თითქოს ამურის იყო ქურუმი,
მარხვის დღეებში რომ არ იცინის  -
გიყვარდე მართლა!

ამბობ გიყვარვარ, თუმც ნეტარებას
არ მასწავლიან ძოწის ტუჩები
ზღვის ცივ მარჯნებზე მეტად, ყვარებას
არ მანიჭებენ კოცნით, ურჩები -
გიყვარდე მართლა!

ამბობ გიყვარვარ, მაგრამ ნარნარი
მტევნით მოჭერა ხელის არ გნებავს,           
უსიცოცხლოა, როგორც მარმარი,
მაშინ, როდესაც ჩემს წვავს აღგზნება -
გიყვარდე მართლა!

თქვი ორიოდე სიტყვა ცეცხლებრი,
ღიმით, აალდეს ჩემში ხანძარი,
მაკოცე, მიჯნურთ როგორც შეჰფერით,
მერე დამკრძალე გულის ტაძარში -
გიყვარდე მართლა!

21 მაისი, წმ. იოანე ღვთისმეტყველის ხს. დღე, 2025 წ.


John Keats - You say you love

You say you love; but with a voice
Chaster than a nun's, who singeth
The soft vespers to herself
While the chime-bell ringeth—
O love me truly!

You say you love; but with a smile
Cold as sunrise in September,
As you were Saint Cupid's nun,
And kept his weeks of Ember—
O love me truly!

You say you love; but then your lips
Coral tinted teach no blisses,
More than coral in the sea—
They never pout for kisses—
O love me truly!

You say you love; but then your hand
No soft squeeze for squeeze returneth;
It is like a statue's, dead,—
While mine for passion burneth—
O love me truly!

O breathe a word or two of fire!
Smile, as if those words should burn me,
Squeeze as lovers should—O kiss
And in thy heart inurn me—
O love me truly!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები