ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2025


არამკითხე

მოდი რა, შენს ცხოვრებას მიხედე!
ჩემით რატომ იღლი თავს?
საკუთარ ბილიკებს დახედე,
შეეშვი ჩემს განვლილ გზას.
შენი "სისუფთავით" დაკავდი
ჩემს "ჭუჭყზე" ნუ "დარდობ", ნუ,
დარდი მალე კლავსო ძვირფასო-
ღმერთმა დაგიფაროს, სუუ...
არ გინდა, ვერ ნახავ ჩემს თვალში
უმიზმოდ ვერც ბეწვს და ვერც დირეს...
სარკე კი გექნება მანდ, სახლში
ჰოდა, ჩახედე და იტირე,
რადგან შენ ცხოვრება აღარ გაქვს,
ჰო, შენს თავს მოპარე თავადვე,
სხვისი ნაბიჯების თვალთვალში
შენი სამუდამოდ დაკარგე!..
...
მოდი რა, მოდი რა შეეშვი
ჩემს გზას და შენს ბილიკს დახედე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები