ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2025


ვულგატა. მოსე


ნინო დარბაისელი

ვულგატა. მოსე

რა შუაშია მოსესთან რქები,
ჩემო მტანჯველო,
მარმარილოთი რომ უკვდავჰყავ, მიქელანჯელო?

სად - სინაის მთით  ჩამოსულის გზა - არა-მალი და სხივმდინარე სახე მისი
ნაჭრით ნამალი,
რომ დაეფარა იმ ნათების
რამ ნატამალი,
სად კიდევ - რქები,
მთლად ურგები და
რქების გამო არაკები  საუკუნეთა ნარაკრაკები?

ბიბლიის სიტყვა ყველა ენით ცისკენ ადისო…
აი, შეცდომა ვულგატისა სამარადისო:
ვულგატის მთარგმნელს ნათლის ნაცვლად ამოუკითხავს  ორიგინალში - რქები ჰქონდაო,
ამის წამკითხავს გული როდი დაგიღონდაო,
ან თავი როდი დაიღალე ვინმესთან დავით,
ვულგატას ენდე,
სხვაფრივ მუდამ სხვებთან მედავი,
გეთამამები მონატრული შენი დასავით:
-წიგნში ეწერა, ხომ არ შეცვლიდი შენ წმინდას - ავით?!
კარგია, რქები  არ დაადგი - ქორბუდასავით.
და გააოცე  ნაქანდაკარის დღემდე მხედავი,
კითხვა აწუხებს გაბედული თუ გაუბედავი:
ძეგლს რა ეშველოს, ხომ გასწორდა თარგმანი მცდარი!
(მის დამწუნებელს დე გაუწყდეს უწინამც დარი!)
ვიცი,  იპობა შედევრის ხილვით სულის წყვდიადი,
და მაინც, რარიგ სასტიკია  ზოგჯერ - დიადი,
თან ხომ  რქიანი დაგვიტოვე დღემდე შენ მოსე,
თან - მარმარილო - უკვდავების  ნათლით შემოსე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები