დღეს ზეცა გაშავდა და ისევ ვილოცე, სიტყვები აანთეს უბიდან მალულად, მანდილი ეპოქის თუ გადმომილოცე, თავი მაქ კომბალად დარჩება ფარულად, იცოდე ედემი ამისთვის დალეწეს, ცოდნა ის რაშიც ბრალი დღეს მედება, თვალი მაქ გიშერის მაგრამ ის სამხეცე, ხელებზე მიყურებს კაცად რომ მედრება, არაგვში იპოვეს დამხვჩვალი ყმაწვილი, სახე და ეჟვანი მასაც აქვს შებმული, ეს არის დღეს ამბის, ჩემია ნაწილი, ვარ მე დღეს მარტო და იმ ღმერთის ერთგული... სიტყვებმა საბმელი სულ მთლად რომ დალეწეს, არაგვის პირია დღეს თურმე მშვიდობა, მიდი და იყავი ნამსხვრევის ნალეწი, დაგჩემდა ლოცვა და შეგირდთა ფლიდობა, ეს ზეცა ხვალისთვის სიხარბემ დალეწა, და ახლაც იცოდე ეს ჩემი ბრალია, დავრჩები ობლად და ვიღაცის სალესად, და შენი სიცოცხლე იცოდე წამია...
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რა თქმა უნდა მუდამ და სულ)) რა თქმა უნდა მუდამ და სულ))
1. სიცოცხლე იცოდე წამია... ახლაც იცოდე და მუდამ იცოდე მას გაფრთხილება უნდა!
სიცოცხლე იცოდე წამია... ახლაც იცოდე და მუდამ იცოდე მას გაფრთხილება უნდა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|