ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
31 მაისი, 2025


John Keats - Sonnet. On Leigh Hunt's Poem 'The Story of Rimini'

ჯონ კიტსი - სონეტი ლეი ჰანტის ლექსზე „რიმინის ამბავი“

ვინც სიყვარულით ეგებება მზის სხივს აისის
ნახევრად თვალებმილულული, კმაყოფილ ყვრიმლით,
ისიამოვნებს ამ ლექსის თქმით, თუ ველად ივლის,
ნაკადულების ჩუხჩუხის ხმა სადაც გაისმის;

ცისკრის ვარსკვლავით უბრუნდება ვისაც ხალისი,
წაუჩურჩულოს მან სტროფები ვესპერის ხილვით
ღამეს, ვარსკვლავებს, წარტყვევნილმა ზეციურ ხიბლით,
როცა მთოვარე სანადირო ისრებს გაისვრის.

ეს სიამენი განუცდია ვისაც, ღირსებით
შეუმშვნევია ცხარე ცრემლიც, ღიმიც მომრთველი,
იპოვის სულის საფერ სადგურს განაპირებით

და მიაშურებს იმ ხეივნებს აღუშფოთველი,
სადაც დახტუნავს გულწითელა, ცვივა გირჩები
ფიჭვებიდან და გროვა მოჩანს ხმელი ფოთლების.

31 მაისი, 2025 წ.

დიანა - ნადირობის და მთვარის ქალღმერთი.


John Keats - Sonnet. On Leigh Hunt's Poem 'The Story of Rimini'

Who loves to peer up at the morning sun,
With half-shut eyes and comfortable cheek,
Let him with this sweet tale full often seek
For meadows where the little rivers run;

Who loves to linger with that brightest one
Of Heaven -- Hesperus -- let him lowly speak
These numbers to the night and starlight meek,
Or moon, if that her hunting be begun.

He who knows these delights, and, too, is prone
To moralize upon a smile or tear,
Will find at once a region of his own,

A bower for his spirit, and will steer
To alleys where the fir-tree drops its cone,
Where robins hop, and fallen leaves are sear.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები