ყველა დაკარგულია, გზები აბურდულია, ხიდიც ჩანგრეულია, ზედ ვერავინ გავა. სანთელს წინ ინათებენ, ეკლესიას უვლიან. სხვები იმ გზას ეძებენ ჩვენ რომ გზაზე ვდგავართ.
მაღვიძარებს ჩართავენ, ჩანთებს გამოტენიან. ყველა სადღაც გაქცევას, გადაკარგვას ცდილობს. თვითმფრინავებს ელიან, დგებიან უთენია. სხვები რასაც ეძებენ ჩვენ ვიპოვეთ შვილო.
არქივებს გაქექავენ, წიგნებში მიძვრებიან, იოგას აკეთებენ, სულს იწმენდნენ თითქოს. კლუბებში ხორც იძრობენ თითქოს მიწეპებიათ. ჩვენ კი ფეხზე გვკიდია, ჩვენ არაფერს ვითხოვთ.
მთავრობებში არიან, აქციებზე დადიან, დიეტით იცილებენ ზედმეტ ცხიმს და კილოს. სიბნელიდან სინათლე რთულად დასაბადია. სხვებმა რაც არ იციან, ჩვენ ხომ ვიცით შვილო.