ნაწარმოებები


კონკურსი ლილე2026 დამთავრებულია. შედეგები იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: საბავშვო
2 ივნისი, 2025


სახალისო ბოტანიკა

#ლექსები
#საბავშვო

ნინო დარბაისელი

სახალისო ბოტანიკა

ჩვენს ბაღჩაში გაჯიუტდა, ანუ გაიბოტა ნიკა:
- მე რა ვქნაო, წაიკითხეთ, გვასწავლისო ბოტანიკა:
თუ არ იცით, ცოდნა თქვენი არის მართლა ნაკლოვანი.
არა მხოლოდ თვითონ ვარდი ან ასკილი ეკლოვანი,
ატამი და ვაშლი, მსხალი,
ბალი, კიდევ ალუბალი,
არ გამომრჩეს აქ ტყემალი,
მარწყვი, ყველა კენკროვანი,
მოუკრეფად -  უქმად ცდება,
საკრეფად კი - გეცოდება,
მოკრიფავ და უმაცივროდ არ უხდება დიდხანს დება.

ერთად დიდი ოჯახია,  ვარდისებრთა ეწოდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები