ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2025


ლამაზი ქალი არასოდეს უნდა დაბერდეს

ესეც დედიკოსთვისაა

#ლექსები
ნინო დარბაისელი

ლამაზი ქალი - არასოდეს უნდა დაბერდეს

ვარდი - უწყლო და დასრესილი კაბა ,, ჯივენჩი”,
სანთლად ჩამწვარი, დაჭმუჭნული ტრფობის წერილი -
თვალწინ მიდგება, შენს ძველ ნაცნობს არაფერს ვერჩი,
თავისა მიჭირს, ვარ სიბერისკენ გადაფერილი.

-იცი, რა გოგო იყოო ადრე?!
ერთ ბებერ ქალზე შეუხედავზე
მითხარი, სიტყვა ვერ შემოგკადრე.
ეგ სიტყვები  კი ღიმილით მავსებს.

თქვენს შემხედვარეს -  სევდა  მაჩნია.
ჟამს ატანთ სახეს, ღიმილს თუ ფერდებს,
მე - რა, ცხოვრებაც მიჟამიერდეს,
ვსევდიანობდე,  გულიც მიმღერდეს!
მე  სიბრძნის წიგნთა ვუჯერებ გვერდებს:
  სიცოცხლეს - სხვა გზა არ გააჩნია.

და მაინც ვიტყვი  მე გაჯიქებით,
ბევრი გარჯილა თქვენი შექებით,
სხვათა ხსოვნაში რად  ილექებით?!
გადღეგრძელებენ სავსე ჭიქებით:

ლამაზი ქალი - სულ წარუვალ მუსიკად ჟღერდეს,
ლამაზი ქალი არასოდეს უნდა დაბერდეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს