ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2025


Dandelions

ბაბუაწვერები შენს სხეულზე,
ფაფუკი, 

როგორც სიცივისგან დამცავი შრეები,
გრილი სიოთი გამოწვეული,

ერთი სულის შებერვა, 

ძაბრები ზღვის თუ ჭები სოფლად, 
აგურ-აგურ ნაგები, 

აქა-იქ შეფერთხილი,

ნაფოფინები,

კანის რბილობი, 
როგორც კნუტთა ფუმფულა თათები,
ჯერ რომ მიწას არ შეხებია,
მკრთალვარდისფერი, 
როგორც ბუღი ხვატში
ავარდნილი
 შასეზე, 

მტვრად გადაფანტული, 

რა დაგიკრიფო გაშლილ მდელოზე, 

ან რომელ ყვავილს შეედარები?



ბაბუაწვერები შენს ნაკვთებზე,
მინიატურული საცეცებით, 

ენდემური, 
ფრთისებრ დანაკვთული ფოთლები,

მარტოული კალათა ყვავილებით,
თაფლოვანი, წებოვნები,
მიკვრის ჯადოქრობით, ზუზუნა ფუტკრების 
საზრდო, 

აჭრელბებულ მხარეთა სამოსახლო, 
საღეჭი ფიჭა. 



ბაბუაწვერები 
შენს 
სამყაროში,

მხოლოდ
ერთი
სულის
შებერვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები