ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2025


ნამდვილი სიყვარული

შენ გაიხსენებ როგორ უყვარდი,
გაგახსენდება როგორ გიყვარდა,
რომ გაგითეთრდა წლები,
და რომ წლებია ფიქრებს იხდი და
ძალას იკრებ და შებინდებისას
ღონემიხდილი წვები.
ის გპირდებოდა ფულს იშოვიდა
და წაგიყვანდა ცხრა ზღვის გადაღმა
სადაც ზღვაა და ქვიშა,
სადაც ზაფხული არ დამთავრდება
და დაგიტოვა ახალი კაბა
ამ სიყვარულის ნიშნად.
მას შემდეგ ბევრი თოვლი მოვიდა
შენ იჯექი და დიდხანს ელოდი
ლექსებს წერდი და ხევდი,
გესიზმრებოდა ხან თეთრი ქვიშა,
ხან ოდისევსის თეთრი აფრები,
ხან თვითმფრინავის ღვედი.
ის დაგირეკავს ერთხელ ვაგზლიდან
მატარებელი მალე გადისო,
ნახევარზეო შვიდის,
ორი ბილეთი უკვე ვიყიდე,
ბარგი აიღე, მატარებელი
აეროპორტთან მიდის.
შენ უპასუხებ კარგი, ახლავე,
და გადმოიღებ მტვრიან ჩემოდანს
არ შეუბრუნებ კითხვას,
პალტოს მოიცმევ, კარს არ ჩაკეტავ
და კისრისტეხით ვაგზლის სადგურზე
ექვს საათამდე მიხვალ.
ერთხელ აკოცებ, გადაეხვევი
და საყვედური ბევრჯერ ნაფიქრი
დაგავიწყდება ყველა,
წლების გაყინულს მატარებელი
თვითმფრინავამდე თბილად მიგიყვანს,
იქვეა სადაც ცხელა.
რომ მოექცევი ღრუბლებს ზემოდან,
რომ იგრძნობ უცებ წნევის ცვლილებას,
არ ჩაიხედავ დაბლა,
მხოლოდ იფიქრებ ოცი წლის წინათ
ჩალაგებული თუ მერგებაო 
ზღვის შორტები და კაბა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები