 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 8 ივნისი, 2025 |
ნინო დარბაისელი
ლოცვა ძაღლისთვის მესამე
წმინდაო ქრისტოფორე, წმინდაო ქრისტოფორე, შენ - უზარმაზარო და სახით - საზარო, ძაღლისნიღბიანო გმირო სათაყვანო, გადაღმა ნაპირზე ყრმა ქრისტეს გამყვანო!
მრავალი მგელია დღეს ცხვრისნიღბიანი, ფარას შერეულნი რამ გამოარჩიოს? ძაღლს რა დარჩენია? ყნოსვას დაენდოს და ფარას დაუაროს. რადგან მტაცებელი რომაც დაიმალოს, არ უნდა მისნობა, ყნოსვით შეიცნობა, ბევრიც იკიკინოს, ხმით გამოიცნობა.
ამიტომ არ უყვარს ცხვრის ტყავში გახვეულს - მეცხვარე ძაღლები. ძველები, ახლები; მისთვის სულერთია, სად დაესახლები! მორჩა და გათავდა, მგელს ნიღბით დაფარულს არ უყვარს, არ უყვარს, არ უყვარს ძაღლები, ბევრი ძაღლისათვის კბილიც აქვს ნახლები.
წმინდაო ქრისტოფორე, მგლობას არ მოიშლის, მგელს - გინდა ეფერო, წმინდაო ქრისტოფორე, ძაღლი დაიფარე! მგლებთან ნაბრძოლია და სისხლით ნაფერი, ძვლის გახვრას სჯერდება, რა ლუკმა მეფური! წმინდაო ქრისტოფორე, ძაღლი დაიფარე ხიფათის მგრძნობელი, ღამეში მყეფარი, მიხედე, საჩემოდ არ მსურს არაფერი, წმინდაო ქრისტოფორე, წმინდაო ქრისტოფორე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ლოცვა ძაღლისთვის , თქვენ გეცოდინებათ, მაგრამ მე მაინც დავწერ, რომ ევროპაში არის ცხოველთა ლოცვის დღე, ერთხელ მე დავესწარი, ვიყავი ახლობელთან , დღესო ეკლესიაში მივდივართ, ცხოველთა ლოცვის დღეაო, კურთხევა არისო,ცნობისმოყვარეობამ დამძლია გავყევი მეც, ჩემებს ყავდა პატარა ცხოველი ჩვენ "ზღვის გოჭს"რომ ეძახიან ის, საჭმელის ჭამას მოუკლოო, თან ჟუჟა ერქვა, მივედით ეს იყო კათოლიკური ეკლესია, ვნახე და რა ვნახე იქ, ჯერ ერთი საათი რიგში ვიდექით , უფრო მეტი ძაღლები, ყველა ჯიშის, მამალიც ყავდათ, ინდაური, ზღარბი, ხვლიკი, გამაოცა, ვირთხებმა, ისეთი კარგი ორსართულიანი გალიაში ყავდათ .მგელი კი არა არ იყო, ისე მე მგლების ხასიათი მომწონს.
ლოცვა ძაღლისთვის , თქვენ გეცოდინებათ, მაგრამ მე მაინც დავწერ, რომ ევროპაში არის ცხოველთა ლოცვის დღე, ერთხელ მე დავესწარი, ვიყავი ახლობელთან , დღესო ეკლესიაში მივდივართ, ცხოველთა ლოცვის დღეაო, კურთხევა არისო,ცნობისმოყვარეობამ დამძლია გავყევი მეც, ჩემებს ყავდა პატარა ცხოველი ჩვენ "ზღვის გოჭს"რომ ეძახიან ის, საჭმელის ჭამას მოუკლოო, თან ჟუჟა ერქვა, მივედით ეს იყო კათოლიკური ეკლესია, ვნახე და რა ვნახე იქ, ჯერ ერთი საათი რიგში ვიდექით , უფრო მეტი ძაღლები, ყველა ჯიშის, მამალიც ყავდათ, ინდაური, ზღარბი, ხვლიკი, გამაოცა, ვირთხებმა, ისეთი კარგი ორსართულიანი გალიაში ყავდათ .მგელი კი არა არ იყო, ისე მე მგლების ხასიათი მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|