| ავტორი: ზაზა22 ჟანრი: პოეზია 12 ივნისი, 2025 |
... ნუ შეშინდები თუ გულში გრძნობ ქარების თარეშს, ოდეს ჩადგება ქარები და თავიდან იგრძნობ... შემოღამება გათენების დასაწყის ცდილობს. ძლევს მწერი სპილოს... მე ამ სამყაროს უქარიშხლოდ ვუწოდებ საფლავს, ღვთიურ ოცნებას მაშ რა ძალა ექნება ჩემთვის?! მსურს ხმა მესმოდეს, გრძნობა ნაგრძნობ გულების ფეთქვის, ჩემთვის და შენთის... მე სიყვარული ამიფრინდა ტკივილის ხმაში, მე წყალს შევიგრძნობ, სიცხიანი უდაბნოს ბოლოს, ცხოვრება იტყვის: ეს მოკვდავი, ბოდავს თუ ცხოვრობს... შენთან დუეტი მირჩევნია, ედემში სოლოს... გაუმაძღარი მინდა მქონდეს ცხოვრების ჟინი, ცოდვის გარეშე, ვინ იგრძნობდა წმინდა სინანულს?! ცოდვებიც მინდა თან, რომ ახლდეს ნამდვილ სიყვარულს, ჯერ გული გულს და შემდეგ სული სულს... ცრემლებიც მინდა საყვარელი ხალხის სიკვდილით, თვითონ სიცოცხლე, ხომ სიკვდილის დასაწყისია?! შეუგრძნობელი მეც მაქვს უკვე, ჩემი მისია, დასასრული ხომ ახალი დღის დასაწყისია... ავტორი: ზაზა მესხი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მუხავ,მართლა მუხა ხარ.კარგი ლიტერატურული გემოვნებით და ინტელექტით. მუხავ,მართლა მუხა ხარ.კარგი ლიტერატურული გემოვნებით და ინტელექტით.
1. ძლევს მწერი სპილოს... ბრძნული ფრაზაა .
ადრე წაკითხული გამახსენდა- სპილო მიდიოდა, გზად იქვე ჭიანჭველების ოჯახი ფუსფუსებდა, ჭიანჭველების დედამ შეეხვეწა სპილოს აქ ჩემი ოჯახია, შვილებია,ცოტა იქეთ გაიწი ფეხი არ დაადგაო, სპილომ ყურად არ იღო და გადაუარა ბუდეს, ჭიანჭველების დედამ მიაძახა, მე დედა არ ვიყო, თუ შენ სამაგიერო არ გადაგიხადო და არ გაგამწაროო, სპილოს ჩაეცინა და წავიდა, უკან წამოსვლისას დედა-ჭიანჭველა აცოცდა სპილოს ფეხზე, შეუძვრა ყურში და დიდხანს აწამა სპილო, სულ აფორთხინა მიწაზე,სპილო ეხვეწებოდა, მაგრამ სულ ცრემლები ადინა. აი ასე სძლია სპილოს ჭიანჭველამ. ძლევს მწერი სპილოს... ბრძნული ფრაზაა .
ადრე წაკითხული გამახსენდა- სპილო მიდიოდა, გზად იქვე ჭიანჭველების ოჯახი ფუსფუსებდა, ჭიანჭველების დედამ შეეხვეწა სპილოს აქ ჩემი ოჯახია, შვილებია,ცოტა იქეთ გაიწი ფეხი არ დაადგაო, სპილომ ყურად არ იღო და გადაუარა ბუდეს, ჭიანჭველების დედამ მიაძახა, მე დედა არ ვიყო, თუ შენ სამაგიერო არ გადაგიხადო და არ გაგამწაროო, სპილოს ჩაეცინა და წავიდა, უკან წამოსვლისას დედა-ჭიანჭველა აცოცდა სპილოს ფეხზე, შეუძვრა ყურში და დიდხანს აწამა სპილო, სულ აფორთხინა მიწაზე,სპილო ეხვეწებოდა, მაგრამ სულ ცრემლები ადინა. აი ასე სძლია სპილოს ჭიანჭველამ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|