მე ლურჯ გემიდან მომაცილეს თეთრმა მერცხლებმა და მახსოვს - დიდხანს, დიდხანს ვფიქრობდით - რომ არ გაკოცო, ხომ არ შეგრცხვება? კოცნა სჭირდებათ უარტისტოებს.
ჩემი სიცილი გრიგალია, ტალღის ლოდინი და არაფერი დამავიწყებს ამ სიმარტოვეს იცი, არ უნდა უამინდობდეს ტუჩი, რომელიც კოცნას აპირებს
მაგრამ სხვა რამეს მიმღერიან ჩემი მერცხლები და ამ სიტყვებმა შეგაშინეს, როგორც ვერცერთმა. რომ არ გაკოცო, მაგრად შევრცხვები! ეს ერთი ცეკვა რომ არ გეცეკვო.
და ათი წელი, მე ამ ნაპირს გარს რომ ვუვლიდი, ვტეხე ათასი ღამე, კარგო, წყლებზე მოვლილი და წინ გიდგავარ ახლა მთვრალი მეზღვაურივით და შენი ყელი მიჭირავს და მათრობს რომივით.