ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2025


რძე

ნინო დარბაისელი

რძე

გიყვარდა ხოლმე გამოთქმანი
ესევითარი,
რომ “შვილის  გაზრდა -
ასადუღარი რძესავით არი”.

დაადგამ, ელი და  არ იძვრის, ფიქრად მოგივა,
რომ  რაწამს  სხვაგან გაიხედავ, იქ - გადმოგივა?!

ვინ ჰკითხავს დედას, რა გინდაო, ვინ ვშვათ და რა ვშვათ?
შემოგაბერდი და ამ დღემდე შემოგრჩი ბავშვად.

შენს ნაოცნებარს ასცდა ჩემი ზეგარდმო ბედი
და სადაც თვალი ამაცილე, გადმოგივედი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები