- რაღა ვქნა! - გარბის ბაჭია, - თურმე ყვერავენ ვირ-აქლემს. - კურდღელო, შენ გხრავს რა ჭია, მოგცლია, შენ ხელს ვინ გახლებს! იქ თუ ვირ-აქლემს ვინმე სდევს, შენ ვინ დაგეძებს? - ვერავინ. ვინც კურდღელს დასდევს, აქლემი დარჩება დაუყვერავი!
- და…თუ შეცდომით დამყვერა? თუ თვალში მიპატარავა? მერე მიდი და იყვირე, რომ მეც - აქლემი არა ვარ!