 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 27 ოქტომბერი, 2025 |
ბოლო არ უჩანს რთულ და მიუვალ, კოდში ხეტიალს, ფრჩხილების მტვრევით, დამასკანერე როგორც ქიუარ კოდი, რომ ვცადო კიბერშეტევა,
გადასაფურცლად გქონდეს ბრაილი, სხეულზე ხალად ამოტვირფული, რომ გამხსნა, როგორც ყალბი მეილი, ამ ცრუ გრძნობების ჩამოსატვირთად,
შემოსო გონი სქელი შტოფივით, დაათრობინო როგორც კასიდა, დაათმობინო ამ სტროფებიდან, გამოსათხოვი გამოსასყიდი,
ცოფიანივით გამოიტაცო, და აწევინო შიშები შიშებს, ვით ეი აი-ს იმიტაცია, და ვერ შემდგარი ვეილ ფიშინგი,
ავკრიფო სიტყვა ისევ ნოლიდან, გამოგიგზავნო შავ-თეთრი ფაქსით, ვისწავლო შენი მორფოლოგია, და შეგირჩიო სწორი სინტაქსი…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|