#ლექსები
ნინო დარბაისელი
მხიარული გონდოლიერა
ჩემი დონა. ჩემი დონა, ჩემი კბილა, ჩემოდონა, ზნეკეთილი, წყნარი, ზრდილი, დედაჩემის რძით გაზრდილი.
ქმარი ომში გაისტუმრა, ოსმალეთი გვეომება, . თვით კარნავალს არ ეშვება, ასეთი აქვს გემოვნება.
უნიღბოდ კი ზრდილზე ზრდილმა იცის მთელი ეტიკეტი, ვინც ჩემს დონას აწყენინებს, მისთვის მზად მაქვს ერთი კეტი.
ქალწულობის ქამრის კლიტე ქმარმა ომში გააყოლა, ადვილია ქალისათვის ამისთანის განა ყოლა?
თუკი ვინმე აიკიდა, ნიღბით სახედაფარულმა, მოიტყუებს ჩემს კერამდე, რომ დავუცხრო ვნება-ურვა.
მივლის, უხვი და კეთილი, მომრთო, მომცა კაბა, მე რომ გავისტუმრო ბევრი კაცი. გულში დამჭრა კაბალერომ!
საძინებელს მიწუნებდა, უვარცლოს და უსაკიდოს. სად ვეძებო? მოვენატრე?! - ისევ დონას აეკიდოს!
სხვაგან ვისაც შეაცია, ყველას ელის ვენეცია, ირგვლივ ვისაც ცივა, შია, მოდის ვენეციაშია. სადაც კარგი ყმაწვილია, სუყველა ჩვენს სიაშია, ყველა ვენეციაშია, ყველა ვენეციაშია.
მთავარია, პატიოსნად ქმარს ელოდოს ჩემი დონა! ჩემი დონას ერთგული ვარ, წმინდანებს ვთხოვ, შემინდონა. მიყვარს დონა, ჩემი დონა, ჩემი დონა, ჩემი დონა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. 2. კომენტარი მადლობა! 2. კომენტარი მადლობა!
2. მადლობა, მუხა! ვენეციაში თუ წასვლის რამე შანსი გამოჩნდა, აუცილებლად უნდა წახვიდე.
ვენეცია ოტომანების , ანუ ოსმალეთის იმპერიასა, ზოგადად აზიისა და ევროპის სავაჭრო გზაჯვარედინი იყო, ჩვენებურად - გულანშარო.ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა. კულტურათა საოცარი ნაზავია. თუმცა წარმმართ ელი მაომც ევროპულობაა.
პრეპოემი ანუ დაუმუშავებელი, წინასწარი ჩანაწერი ვიპოვე ამ ლექსისა. ვფიქრობ, ჩემი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, რას ვირჩევ და რას უარვყოფ თავდაპირველი ვერსიის დამუშავებისას, ან როგორ ვცდილობ რაიმე მომენტების გამძაფრებას, განეიტრალურებას ახალ კომპოზიციურ დრაფტზე, ნახაზზე გადასვლისას.
მეძავი პატიოსნების სამსახურში
მშვენიერია ჩემი დონა, პატიოსანი. და რომ შეამკოს ღირსეულად, მოვა ე მგოსანი კათოლიკეა ჩემი დონა, ქალწულების ქამარი ქმარმა კლიტით შეუკრა, ხოლო გასაღები თან წაიღო თუ გადააგდო ზღვაში, თვითონ ოტომანებთან საბრძოლველად როცა წავიდა და ამბავი აღარ მოგვსვლია. ყველა დაბრუნდა, ზოგი ჩამოვიდა, ზოგი ჩამოასვენეს, ის კი არც მკვდარი ვიცით არც ცოცხალი. მე მისი ხელის მეძავი ვარ, ტყუპისცალივით მასთან შეზრდილი. ჩემი მშობელი იყო შობიდან მისი გადია, შვილად გაზარდა, თუმცა სხვისი დანაბადია. მისი მოწყალე ხელით მერგო რაც მაბადია.
კარნავალები უყვარს ჩემს დონას. ვენეციაში თვეობით რომ გრძელდება ხოლმე, ისიც სხვებივით შეიმოსება გამოუცნობად და როცა ვინმე აედევნება. ვინმე, უცნობი, შორეული და მოსდევს ფეხდაფეხ უცნობ ქალს ვნებამორეული, ჩემს კართან მოდის, გავუღებ და დაიმალება. მე - ქალბატონის ორეული, ქალბატონის ორეული შევენაცვლები. ამაობაში გადის წლები.
ასე ყოფილა. წესიერებას, უმანკოებას, პატიოსანს და უმწიკვლო სახელს ანდა ყოფას, გადასარჩენად სჭირდება თურმე ჩემნაირი მსხვერპლი ფარული. ნიღბის ქვეშ ხდება რაც მომხდარა, რადგან უნიღბოდ - უმწეოა ადამიანი, მე ჩემი დონას ერთგული ვარ, ის პატიოსნად რომ ცხოვრობდეს, მე ვარ მეძავი.
აქ, ვენეციის ბაზრობაზე იშვიათ ნივთებს ფასი მუდამ დიდი ედება. პატიოსნებას - ოქროს ფასი აქვს, მაგრამ ისეთი დაუცველია, რომ საჭიროა, სადმე, მალულად მისი გულისთვის არსებობდეს ვინმე მეძავი.
უნიღბოს ზოგჯერ ისე უცქერენ, გრძნობ, ფიქრებში თითქოს ცხენს ხედნენ. პირს გაიმეხებს მაშინ დონა, თუ შეატყო, გაეთავხედნენ.
დე, იყოს ასე, ხომ არ ვიქნები დონასავით ხალხში მეც ავი?! ატარე ასე სარყყელ- ქამარი დაულეწავი. იხარე, დონა ვარ მუდმივად შენთვის მესავი, შენი მეძავი.
მადლობა, მუხა! ვენეციაში თუ წასვლის რამე შანსი გამოჩნდა, აუცილებლად უნდა წახვიდე.

1. ირგვლივ ვისაც ცივა, შია, მოდის ვენეციაშია. ხო,-და მოვდივააარ. ირგვლივ ვისაც ცივა, შია, მოდის ვენეციაშია. ხო,-და მოვდივააარ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|