ზეცამ გამოძერწა ღრუბლის ყვავილები, დღესაც ტროტუარზე მარტო მივაბიჯებ, ფიქრში მეორდები ისევ განუწყვეტლივ, მე კი სიმარტოვეს შენით ვიხალისებ... თავბრუ დამახვია ქარმა შემოდგომის, სულში გაცვეთილი სევდის ფერებია, ნეტავ სად გეძებო, არსად მეგულები, შენზე დარდები, რომ შემომერევიან... არა მონატრება, არა სიყვარული... გრძნობებს საგულედან განზე ვინაპირებ... ახლა ამ ლექსითაც, თითქოს უშენობას, მაგრამ სიმარტოვეს უფრო ვიხალისებ.