ვიცი, არ არის შენი შრომა, ძმაო, ადვილი, მაგრამ ისეთი ტკბილი, როგორც შენი სადილი, არ უჭამია არასოდეს, არსად, არავის, სხვის სასახლესაც ხშირად ჯობნის შენი კარავი.
შენ, ყოველ დილით, მზის ამოსვლას ხვდები "ოსანით" და დღე - ღამემდე გაგაქვს შრომით პატიოსანით. სიტყვით ზარმაცი, საქმით მუდამ დაუზარელი, შენს მადლს არასდროს დაკლებია, ძმაო, მარილი.
რაც არ გერგება, არ გადარდებს სამართლიანად, რაც გერგება და არც ის მიგაქვს სახლში მთლიანად. შენ ის კაცი ხარ, ლუკმას სხვასაც რომ უნაწილებს, რითაც არ ჰგავხარ გაქსუებულ მდიდარ ნაძირლებს.
ამიტომ სიტყვაც ძვირად ფასობს შენი, ძმობილო, ყველა მართალთან გულითა და სულით ხმობილო. პური და ღვინო შენს ოჯახში დრომ ვერ დაცალოს და ჩემი თავიც, ჩემო ძმაო, შენ გენაცვალოს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგი პოზიტიური , , მორალის სურნელით შემკული ლექსი. კარგი პოზიტიური , , მორალის სურნელით შემკული ლექსი.
2. მადლობა, თამუნა! მადლობა, თამუნა!
1. ლექსის შინაარსის სიდიადე და რითმები კარგად ერწყმის ერთმანეთს! წარმატებები. ლექსის შინაარსის სიდიადე და რითმები კარგად ერწყმის ერთმანეთს! წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|