 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 8 სექტემბერი, 2025 |
მე ვინც მინდოდა, ისა ვარ, სხვას რომ უნდოდა, ის არ! თითქმის არ ვიცვლი მისამართს, ადგილდედობას ვიცავ! სიყვარული მყავს უბეში, ერთად ვიზარდეთ ლამის, ძუ მგელისა მაქვს სულ გეში, წინათგრძნობა კი მთვარის! ძნელ გზებს ვუმტვრიე მუხლები, მეც დღე დამადგა კარგი... სიბერეს ჯერ არ ვუხდები, ჩემზე ვერ მოჭრა თარგი... არც მეტი არ ვარ ვინმეზე, და არც ნაკლები, ალბათ... თავთან ყოფნაა მიზეზი, დროს თუ ვაყოვნებ კართან... ქმარი მყავდა და მიყვარდა, სიკვდილს ვეცოდე უძვლოს... ვერ ვიმეგობრე სიტყვასთან, რომ გმოძღვრავს, უნდა უძლო! ჩემს სულის მინას, საქარეს, დარდი აღებს და ხურავს. სევდა კაბას ჭრის მაქმანებს, არ უხდებაო ურვას! ისა ვარ, მე ვინც მინდოდა, სანდომიანიც, უნდოც. ცისარტყელების მინდორთან ფიქრს ვუსახლდები მყუდროდ... ამ ამბით აქ არ ვმთავრდები, ვმრავალწერტილობ ჯერაც... სიცოცხლე მიდგას თავდებში, რომ გავაგრძელებ, სჯერა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დიდი მადლობა, ვინც მკითხულობთ! დიდი მადლობა, ვინც მკითხულობთ!
3. გულს მოეფონა ეს ლექსი :) გაიხარეთ!! ქულას დავტოვებ :) გულს მოეფონა ეს ლექსი :) გაიხარეთ!! ქულას დავტოვებ :)
2. ადგილდედობის დაცვა, მთვარის წინათგრძნობა, კართან დაყოვნება თავთან ყოფნის მიზეზით, უძვლო სიკვდილი, მაქმანები რომ არ უხდება ურვას - ამდენი მარგალიტი ორ-სამ ლექსს ეყოფოდა კიდევ :)
დავტოვე 5-იანი და მოკითხვა :) ადგილდედობის დაცვა, მთვარის წინათგრძნობა, კართან დაყოვნება თავთან ყოფნის მიზეზით, უძვლო სიკვდილი, მაქმანები რომ არ უხდება ურვას - ამდენი მარგალიტი ორ-სამ ლექსს ეყოფოდა კიდევ :)
დავტოვე 5-იანი და მოკითხვა :)
1. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას გისურვებ, დიდხანს იცოცხლეთ ამ სიყვარული სავსე გულით. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას გისურვებ, დიდხანს იცოცხლეთ ამ სიყვარული სავსე გულით.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|