ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: პოეზია 10 სექტემბერი, 2025
== გასვლისა==
როცა, თვალები ისე მძიმედ დაიღლებიან, რომ წამწამებიც ვეღარ შეძლებს იმათ დაჭერას, შუქს ჩავაქრობ ...და ამ თვალების კარიდან გავალ; გადაეკვრება ყოფნას თეთრი ლიბრის ნაჭერი,- როგორც ეკრანი - სადაც, მუნჯი კინოს კადრებად ცხოვრების ბევრი ეპიზოდი ხელახლა გავა;
და ამ ეკრანზე მიპყრობილი სინათლის სხივი, ვით შუბლის ძარღვი, თუ არ გაწყდა, თუ არ ჩაბნელდა, "კინო დარბაზის" ყველა სკამი და ყველა რიგი, იქნება სავსე;- არ მომიწევს მარტოდ დარჩენა...- პირისპირ ღმერთის.