| ავტორი: ზაზა22 ჟანრი: პოეზია 12 სექტემბერი, 2025 |
ისევ გაუჩინარდი, ისევ დარი არჩიე... ავდარს რა შეგაჩვევდა, ავდარს ვერ აიტანდი. წლების უკან რაც მოხდა , რომ შემეძლოს არჩევა სხვა გზას გავუყვებოდი, მარტო გადავიტანდი.
მაგრამ ჩნდება პათოსად, დარდიანი შეკითხვა. განა ყველა დროება, ლაგამს ემორჩილება?! თუ ცხოვრების ჯირითში, კედლებივით იმსხვრევა და აზრების ჭიდილში, ხდება სულის ცვლილება?!
რომელია ცხოვრება, ავადარი თუ დარია? მაგას ვერ გიპასუხებს, თავი ჩემი ეული... არსებობა ცა არის, ზოგჯერ ლურჯი გალია, ვარდთა აყვალილება, სულში ჩამომშეული.
და შეკითხვაც იმდენად, უადგილო მგონია, გამარჯვება თუ მარცხი , საუკუნის ბრძოლაში, რბოლა თუ გამოსცადე , უკვე გამარჯვებაა, ყოფნა უზენაესად , ნამდვილ მეგობრობაში.
არ გამრიყოთ აზრებო ! იმდენადაც რამდენად, იქნებ ქარმა წაგიღოთ, ცაში მეტაფორიად, ავდარს რა შეგაჩვევდა, ავდარს ვერ აიტანდი. კი არ ვემორჩილები, მაგრამ სწორი მგონია.
01.08.2025 ზაზა მესხი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საკუთარ აზრებთან ჭიდილი, კარგია. საკუთარ აზრებთან ჭიდილი, კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|