ავტორი: ვანანო ჟანრი: საბავშვო 12 სექტემბერი, 2025
ნიტკას
ეს ბავშვი მე მოვიყვანე კალამს რომ მართმევს ჭყივის ღელავს და სტკივა არაფერია გაივლის ჭმუნვა არაფერზე რა აქვს სადარდებელი მაგ პაწია გულს პაწია კიჭებით შემოღიმება ფეხუცებით წაცეკვება-ტრიალი თითების პრანჭვა-ლოკვით თაფლა თვალების სიღრმე ცხვირის კონუსი ჩაკეცილი კისერი ქერაცუა თმა ბოტოტა ხელ-ფეხი, გრძნობისად ღელავს და დრტვინავს მისი გონების ძერწი დაუსრულებელი თიხის ნიმუში შთაბერილი და დასასურათებელი როგორც რეალობა და სიმძიმე მომავალი ცხოვრებისა. მანერა სახიდან ტერფამდე მკაფიო და მიზანმიმართული გამართული და რიტმული მოძრაობები ტუჩ-კბილის წყობა სიცელქის ელვა და უმეცრება ასე შერწყმული ტაატში ბაცბაცით სიარული და მიხვედრილობა თერთმეტი თვის ბავშვისა მადლობა ამისთვის უფალს და ჩემს დღეს ჩვენ ვართ მისი მომყვანი და გამყვანი ცხოვრების ბილიკებზე ის სამოთხეა ჩვენი სიყვარულის მოდელი მიუკერძოებელი და ეგოისტი მაქსიმალისტი და გრძნობისად მიამიტი ჩუმი და ამითაც მყვირალა მისნაირი ცხოვრება მაქვს სხარტი ცელქი და გონიერი გამომხატველი და საუკეთესოს მომლოდინე გონით შესრულებული და სიყვარულით ნაყვავილარი მის ცელქ თვალებში ჩემი ცხოვრების რიტმი იგრძნობა დაურღვეველი რეალობა რომელიც დადგება.