მარინა ცვეტაევა - ღვიძლში - ბრაზი, ხოლო შუბლში ოცნებათა ხვევნა...
ღვიძლში - ბრაზი, ხოლო შუბლში ოცნებათა ხვევნა, ერთგულების ქალღვთაებავ, აარიდე მხევალს.
შეუკარი მჭიდროდ მკერდი თუჯის მტკიცე ლახტით, ერთგულების ქალღვთაებავ, მისი მცველი გახდი.
მთელი სიტკბო ჩამოართვი კენკროვანთა ჯაგებს, ენაბრგვნილად აქციე, რომ მოკუმავდეს ბაგეს.
როგორც გმანავს და დაიცავს კუბო გვამის ნასახს, ერთგულების ქალღვთაებავ, დაიფარე მსგავსად!
რათა დაზგა დაუღლელად ღრიალებდეს რიტმზე, ყოფილიყოს მისი ბაგის სჯულისდება - კლიტე.
დააწეროს რათა მის ძეგლს მოქანდაკის ხელმა: „ერთგულებას ემსახურა უღალატო მხევლად!“
გზასაყართან, ძელს მიაბი და აგემე მარცხი, ერთგულების ქალღვთაებავ - მონა ჯვარზე აცვი!
14 სექტემბერი, 2025
Марина Цветаева - От гнева в печени, мечты во лбу
От гнева в печени, мечты во лбу, Богиня верности, храни рабу.
Чугунным ободом скрепи ей грудь, Богиня Верности, покровом будь.
Все сладколичие сними с куста, Косноязычием скрепи уста…
Запечатленнее кости в гробу, Богиня Верности, храни рабу!
Дабы без устали шумел станок, Да будет уст ее закон — замок.
Дабы могильного поверх горба: «Единой Верности была раба!»
На раздорожии, ребром к столбу, Богиня Верности — распни рабу!
24 октября 1921
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ! დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ!
1. ძალიან კარგი, ლამაზი თარგმანია, თითქოს მარინა ცვეტაევას, რითმიანი ლექსის დიდოსტატს ქართულად დაეწეროს.
ძალიან კარგი, ლამაზი თარგმანია, თითქოს მარინა ცვეტაევას, რითმიანი ლექსის დიდოსტატს ქართულად დაეწეროს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|