#ლექსები
რაკი პირადში მეგობარმა მკითხა, იქნებ სხვასაც აინტერესებდეს.
ეს არის ჯერ კიდევ ანტიკური პოეზიიდან ცნობილი “ჩამონათვალის ლექსი”.(list poem) გასული საუკუნის მოდერნისტული პოეზიისთვის უცხო არ იყო. ამ სახეობის ლექსისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია,თავისუფალი იქნება იგი თუ კონვენციური. შეიძლება ჰქონდეს რითმაც, როგორც სისტემატური, ასევე სპორადული. ზომლეთელს მთელი ლექსი ჯვარედინადაც კი გაურითმავს, მეტრიკის მხრივ - კონვენციური ლექსია. მერე მთლიან ლექსში გარითმვის ეს სქემა კი, მაგრამ ხარისხი - მთლად ვეღარ დაუცავს.(abab - სურო /ურო, ნავთი/კავთი) ჩამონათვალის ლექსი თემატიკურად შეუზღუდავია. დამწყებთათვის - კარგი სავარჯიშოა თხზვაში. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ლექსის ბოლო სტრიქონი ეფექტური უნდა იყოს სხვებთან შედარებით. ვინც ინგლისურად კითხულობს და მეტი სურს იცოდეს,ამ ლინკს არა უშავს:
https://gooduniversenextdoor.com/2022/03/18/list-poems/amp/
გუშინ ვცადე, თქვენთვის “ჩამონათვალის ლექსის” თავისებურება ამეხსნა. ახლა თვითმფრინავში, დროისგასაყვანად, ბარემ შევთხზე ერთი ჯვარედინად გარითმული, თორმეტსტროფიანი, ნიმუში. ცხადია, უზმნოა.
ნინო დარბაისელი
მანორა. გამოცხადება
ქვები და ძვლები და გზები, ტუფი, მარმარილოს მთები, ხვლიკები - მზით ანაგზნები, ცეცხლები - გზად დანანთები.
მონათა დილეგი ბნელი, უწყლობა, უწყალო შრომა, ქვების ამოზიდვა ძნელი, წყაროთა კარგვა და შრობა.
აგორა, ქვევრი და დახლი, კიბესთან - ახალი ხიდი. ერთად - სავაჭრო და სახლი, წინ - ამფითეატრი დიდი.
მიწისქვეშ - სვეტების წყება, კედლის ნარჩენებზე - ფერი, წარსულის არდავიწყება, გვერდით მომავალი ბერი.
თეთრი მარმარილო - შავი, შავი მარმარილო - რუხი, ადრე შემოდგომის შვავი, თხრის ხმები და რახარუხი.
სლიპინა ქვები და იქვე, მანორა, თევზი და რკალი. ამფორა - რატომღაც - პირქვე, მლოცველი - ქურუმი ქალი.
და ტაძრის მეძავთა გზები, სანდალი, წარწერით - “მოდი”. და გადმოლახული ზღვები, საწოლად - მართკუთხა ლოდი.
თიხის ჭურჭლეულის კვალი და ასკლეპიოსის თასი, საფლავში - ნარჩენი ძვალი, საფლავზე - დამარხვის ფასი.
კედლებზე - კვლავ ტეტრარქები. ფერადი ფრესკო და სვეტი, სამსხვერპლო ლოდებთან - რქები, დასხმული თავბრუ თუ რეტი.
კატები - შავი და ჭრელი. კატური ხრიკი და ფანდი. გამხმარი ბალახი - მჭრელი, მტვერში - მოზაიკის ლანდი.
ერთად მოგროვილი რიდით- ნაჟანგი რკინა თუ რვალი, საუკუნოვანი ხიდი - პავლე მოციქულის კვალი.
ფეხით გადავლილი ქედი, მჯდარი - მე - უტყვი და მშვიდი. ესეც - ბიბლიური ხედი, აზიის ტაძარი - შვიდი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, მუხა! ისევ შენ და ისევ შენ!
როგორ მეგონა, ახალგაზრდები ამით ძალიან იხალისებდნენ. მე რომ ახალგაზრდა ვიყავი, სულ ვეძებდი ენობრივსა თუ თხზვის სავარჯიშოებს. ძირითადად რუსულად იყო, ან ინგლისურად. ქართულად - ნაკლებად…
ეჰ, ეგრე არ გამოვა! მე მეგონა დაყრიდით ახლა , “ლისტ პოემის” - ჩამონათვალის ლექსის ნიმუშებს და ვიხალისებდით… ამაზე შეუზღუდავი ფორმა ხომ ცოტაა. ვინც ქუჩაში ფეხით დადიხართ, უზმნოდ ჩაიწერეთ, რასაც ხედავთ, თუ მანქანით- გზას უყურეთ, თქვენი ჭირიმე, შარი არ გვინდა. ჯვარედინად კი არა და თუ გინდათ, სულ ნუ გარითმავთ. აი, მაგალითად, ვითომ თბილისში გამოვედი, ჩემი სახლიდან მივეშურები
სამსახურისკენ
კარი ლითონისა, მძიმე, ძოწისფრად რამ მოციმციმე.
ხელში - გასაღების აცმა, ჯიბეში - პატარა ჯვარცმა.
კიბეზე - ჩაგვილი მტვერი, მოუსალმებელი მტერი.
ფეხის ტილოები სუფთა, სუნები კატლეტთა, სუპთა.
კედელზე - ნაჯღაპნი შავად, ტლანქურად, მოუხეშავად.
ქუჩაში - არავინ. ალბათ - შინ - მოხვრინავები ხარბად.
სველი გაჩერება ქარში, ხალხი - ვით ტოლმაში ფარში,
მჭიდროდ გამოკრული მდგარი. ისევ უღიმღამო დარი.
ტრანსპორტი - ავსილი მგზავრით, წასული - მოკლეზე გავლით.
ცხვირი - მოყინული, ხელიც, ოცნება - ფინჯანი ცხელი
რძის, ჩაის, ყავისა, როგის, გეგმაში - რაიმე ბლოგი.
აივნის მომგლეჯი ქარი, მშველელი? - ვინ ჯადოქარი!
სიმღერა, ლოდინი, ლელი… დაღლილი მე - ფეხით მვლელი.
იქნებ და, გარეთ სულ არ გადიხართ, ჩემსავით ოჯახში ტრიალებთ. მაგალითად , მე სამზარეულოს “ჩემს სა ფლობელოს” ვეძახი. საშინლად არ მიყვარს, ვინმემ რამეზე ხელი რომ მოიკიდოს, თვითონ ერთი ერბო- კვერცხი უნდა შეიწვას და მე - ყველაფერი გამიქონიანოს, ამირიოს, მთელი დღე ვალაგო… სულ ვეუბნები ყველას, თქვენ დაჯექით, მე - მოგემსახურებით- მეთქი.
ჩემი დომინიონი
მაცივარზე მაგნიტები - რა - ხედები, რა- გვრიტები!
ქურა, მიკროტალღური, დაფა - ქართულ- ხალხური.
უმძლავრესი მიქსერი, მოყოლილი შიგ ცერი.
მარმარილოს კედელი, ტაფა - გაუწმენდელი,
დარჩენილი ქურაზე შავზე, განა მურაზე.
ზემოთ - თეთრი ფანჯარა, ფანჯარასთან - რამ ჯარა.
დაფაც - ხაჭაპურისა, გასახარი გულისა.
სიმაღლეზე დანები, გვერდით - ყავარდანები.
აი, ესეც ონკანი, ქვეშ კარადა - ორკარი.
მერე ჭურჭლის მანქანა, იქინა და აქანა.
მაგიდა და სკამები ცოტაც - რამ სადგამები.
ვიტრინაში - ჭიქები, ამათით ვიბრიქები!
ნაგვის ვედრო მაღალი მწერთა აყალ- მაყალი.
ახალი, ფოჩიანი, მონანდომი ნიორი.. ესეც - ჩემი სამყარო - ჩემი დომინიონი!
არ დაიზაროთ, თქვენც მიჰყევით რამეს!
მადლობა, მუხა! ისევ შენ და ისევ შენ!

1. ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|